ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შლოკა (სანსკრ. श्लोक śloka ”ქება”, ასევე შეიძლება შეგვხდეს, როგორც სლოკა) - არის ინდური ლოცვის, ლექსის, ფრაზის, ანდაზის ან სახოტბო ჰიმნის ფორმა, რომელიც ჩვეულებრივ, განსაკუთრებული საზომით იწერება. ის სტოტრას ნაწილია. კლასიკურ (პოსტ-ვედურ) პოეზიაში ყველაზე გავრცელებული ფორმა არის ანუსტუბჰი, ოთხტერფიანი (პადიანი) ლექსი, რომელთაგან თითოეული რვამარცვლიანია. ანუსტუბჰი სანსკრიტზე დაწერილი ეპიკური ნაწარმოებების, "მაჰაბჰარატასა" და "რამაიანას" პირველადი სალექსო ფორმაა. ანუსტუბჰის, როგორც ტერმინის, გამოყენებას უპირატესობა მიენიჭა "შლოკასთან" მიმართებაში.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შლოკა“-დან