შლაგბაუმი (რუს. Шлагбаум) — სტელა ტაგანროგში, სიმბოლურად გამოხატავს ძველი ქალაქის საზღვარს.

შლაგბაუმი
რუს. Шлагбаум

„სკვერი შლაგბაუმთან“ 2012 წელს
კოორდინატები 47°13′20″N 38°55′04″E / 47.222335° ჩ. გ. 38.917864° ა. გ. / 47.222335; 38.917864
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
მოქანდაკე ე. ბრონზოვა
მასალა ბრინჯაო
დაწყების თარიღი 1963
დასრულების თარიღი 1967

1770-იან წლებში, ტაგანროგის აყვავების პერიოდში,იმ ადგილზე სადაც გადიოდა მრავალი გზა, არსებობდა ტროიცკის ციხესიმაგრე, სადაც განთავსებული იყო საყარაულო ოთახი და შლაგბაუმი[1]. ჯარისკაცები იცავდნენ აღნიშნუ ტერიტორიას და მოგვიანებით აქ იკრიბებოდა ბაჟი გზის მშენებლობისათვის. ქალაქის შლაგბაუმის ახლოს ჩამოყალიბდა ე. წ. შესასვლელი მოედანი.

 
შლაგბაუმი 1900 წელს.

ქალაქის ქვის შლაგბაუმი ააგეს ნაპოლეონზე გაარჯვების აღსანიშნავად და გახსნეს 1814 წლის 27 სექტემბერს[2]. ეს იყო საინჟინრო ხელოვნების იშვიათი მაგალითი, რომელიც შესრულებული იყო კლასიციზმის სტილში. პროექტის ავტორი უცნობია. გზის ორივე მხარეს იდგა ერთმანეთის მსგავსი ორი, მაღალი, ოთკუთხა, აგურით ნაგები სტელა, აგებული პირამიდის სტილში, რომელიც სრულდებოდა უზარმაზარი სპილენძის სფეროთი, რომელსაც თავზე ადგა რუსეთის იმპერიის სიმბოლო - ორთავიანი არწივი[3]. პირამიდული სტელის ოთხივე მხარეს დამაგრებული იყო ქალაქის გერბი, რომელიც იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მიუძღვნა ტაგანროგს[2].

ასი წლის შემდეგ ქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა სტელის კაპიტალური რემონტი. ბურთი და ორთავიანი არწივი მოხსნეს და ხელახლა მოაქროვეს. ქვის კოლონები შელესეს ბეტონით[3].

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ძეგლიდან ყველა ჰერალდიკური ნიშანი ჩამოხსნეს[3].

შლაგბაუმის ორი სტელა იდგა 1969 წლამდე. იმ მოტივით, რომ სტელები ხელს უშლიდა მანქანების მოძრაობას, 1969 წლის 19 ოქტომბრის ღამით ისინი დაანგრიეს.

1974 წელს პეტროვისა და ძერჟინსკის ქუჩების კუთხეში გახსნეს რეკონსტრუირებული სკვერი „შლაგბაუმთან“. ქალაქის სტელების სამახსოვროდ ააგეს ძველი სტელის შემცირებული ზომის კოპიო. შემორჩენილი ფოტოების მიხედვით პროექტის ავტორია ე. ბრონზოვა[2]. სკვერის მოწყობასა და გაფორმებაში მონაწილეობდა ტაგანროგის ორჯონიკიძის რაიონის მრავალი საწარმო. მეტალის ბურთი, რომელიც სტელის თავზეა მოთავსებული დაამზადა ქარხანამ „Красный гидропресс“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Киричек М. С. Городской шлагбаум // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 296. — ISBN 978-5-88040-064-5.
  2. 2.0 2.1 2.2 Киричек М. С. Музей под открытым небом. — Таганрог: ИП Стадников, 2010. — С. 13-15. — ISBN 978-5-9901455-3-5.
  3. 3.0 3.1 3.2 Гаврюшкин О. П. Вдоль по Питерской. — Таганрог: БАННЭРплюс, 2000. — 436 с.