შლაგბაუმი
შლაგბაუმი (გერმ. schlagbaum — დაცემული ხე) — ძელის სახის მოწყობილობა, რომელიც გზას უღობავს საავტომობილო ტრანსპორტსა და ფეხით მოსიარულეებს. ჩვეულებრივ, იკეტება რკინიგზის გადასავალზე მატარებლის გავლის წინ და იხსნება მატარებლის გავლის შემდეგ. შლაგბაუმი არსებობს ხელით სამართი, მექანიკურ-ამძრავიანი და ავტომატური. ძელს, ჩვეულებრივ, გააჩნია საპირწონე, რათა გაიოლდეს მისი აწევ-დაწევა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 11.