შიჰაბ ალ-დინი ან მუჰამედ ღური (დ. უცნობია - გ. 1206) — ღურის სულთანთა დინასტიის წარმომადგენელი. 1173 წელს დაინიშნა აღმოსავლეთ ღურის გამგებლად. 1175 წლიდან დაიწყო ლაშქრობები ჩრდილოეთ ინდოეთში. 1186 წელს მან აიღო ლაჰორი და ბოლო მოუღო ღაზნევიანთა სახელმწიფოს პენჯაბში. 1192 წელს ტაირთან დაამარცხა ინდოელ რაჯპუტთა ლაშქარი. შემდგომ 10 წელიწადში კი მთელი განგისპირეთი დაიპყრო დელითურთ. 1203 წელს გახდა ღურიდთა უზარმაზარი სახელმწიფოს გამგებელი. მისი მოკვლის შემდეგ ღურიდთა მიერ დაპყრობილ ინდოეთის მიწებზე აღმოცენდა ახალი მუსლიმანური სახელმწიფო, დელის სასულთნო, ხოლო პირველი სულთანი გახდა მუჰამედ ღურის მხედართმთავარი კუტბ ად-დინ აიბაკი.

შიჰაბ ალ-დინი

ლიტერატურა

რედაქტირება