კუტბ ად-დინ აიბაკი
(გადამისამართდა გვერდიდან აიბაკი)
კუტბ ად-დინ აიბაკი (გ. 1210) — დელის სასულთნოს პირველი სულთანი, მუჰამედ ღურის მხედართმთავარი. მონაწილეობდა ღურიდთა დაპყრობით ომებში ჩრდილოეთ ინდოეთში. მუჰამედის მკვლელობის შემდეგ 1206 წელს ხელთ იგდო ჩრდილო ინდოეთის მართვის სადავეები და თავი პირველ სულთნად გამოაცხადა . სათავე დაუდო ახალ, ინდოეთის სამეფოთა შორის პირველ მუსლიმანურ სახელმწიფოს რომელმაც 320 წელი იარსება. ასევე ღულამთა დინასტიას რომელიც ქვეყანას მართავდა 1206-1290 წლებში. 1210 წელს აიბაკი გარდაიცვალა და გამეფდა არამ-შაჰი.