შიშველი სინგულარობა
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
შიშველი სინგულარობა — გრავიტაციული სინგულარობა მოვლენათა ჰორიზონტის გარეშე. შავ ხვრელში სინგულარობა არის მთლიანად გარშემორტყმული საზღვრით, რომელსაც მოვლენათა ჰორიზონტი ჰქვია, რომელშიც გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ სინათლეც კი ვერ აღწევს. აქედან გამომდინარე, მოვლენათა ჰორიზონტში მდებარე ობიექტების, მათ შორის სინგულარობის პირდაპირ დაკვირვება შეუძლებელია.
შიშველი სინგულარობის თეორიული არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან მათი არსებობა აჩენს შესაძლებლობას, რომ დავაკვირდეთ ობიექტს, რომელიც უსასრულო სიმკვრივისთვის კოლაფსირდება. მან აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს ფარდობითობის ზოგადი თეორიისთვის საფუძვლიანი პრობლემები, რადგან ფარდობითობის ზოგადი თეორია ვერ ახდენს სინგულარობასთან ახლოს მდებარე სივრცე-დროის მომავალი ევოლუციის პროგნოზირებას.