სინგულარობა
ვიკიპედიის მრავალმნიშვნელობის გვერდი
საკუთარი სახელი სინგულარობა (ლათ. singularis — „ერთადერთი“, „განსაკუთრებული“) შეიძლება აღნიშნავდეს:
- სინგულარობა ფილოსოფიაში — არსების, მოვლენის, ფენომენის ერთადერთობა;
- მათემატიკური სინგულარობა — წერტილი, როდესაც მათემატიკური ფუნქცია მიისწრაფვის უსასრულობისკენ ან აქვს სხვა არარეგულარული ქცევა;
- გრავიტაციული სინგულარობა — სივრცე-დროის რეგიონი, რომლის მეშვეობითაც შეუძლებელია მასში შემავალი გეოდეზიური ხაზის შეუფერხებლად გაგრძელება;
- შიშველი სინგულარობა — გრავიტაციული სინგულარობა მოვლენათა ჰორიზონტის გარეშე.
- კოსმოლოგიური სინგულარობა — სამყაროს მდგომარეობა დიდი აფეთქების საწყის მომენტში, რომელიც ხასიათდება მატერიის უსასრულო სიმკვრივით და ტემპერატურით;
- ტექნოლოგიური სინგულარობა — ჰიპოთეტური მომენტი, რომლის შემდეგაც ტექნოლოგიური პროგრესი იმდენად სწრაფი და რთული გახდება, რომ მისი გაგება მიუწვდომელი გახდება.