შირმანის სახლი
შირმანის სახლი (რუს. Дом Ширмана) — შენობა დონის როსტოვში. აგებულია 1911 წელს არქიტექტორ არუთიუნ ზაკიევის პროექტის მიხედვით. მდებარეობს ვოროშილოვის პროსპექტისა და სუვოროვის ქუჩის კუთხეში[1]. შირმანის სახლს გააჩნია რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].
შირმანის სახლი რუს. Дом Ширмана | |
---|---|
კოორდინატები | 47°13′26″N 39°43′06″E / 47.223864° ჩ. გ. 39.718453° ა. გ. |
მდებარეობა | დონის როსტოვი |
არქიტექტორი | არუთიუნ ზაკიევი |
ტიპი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
გახსნის თარიღი | 1911 |
ისტორია
რედაქტირებამ. შირმანის შემოსავლების სახლი ააშენეს 1911 წელს როსტოველი არქიტექტორის არუთიუნ ზაკიევის პროექტის მიხედვით[1]. 1920-იან წლებში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია და გახდა „პრესის სახლი“. სახლში განათავსეს როსტოვის პროლეტარი მწერლების ასოციაცია და გაზეთ „Молот-ის“ კორესპონდენტთა კლუბი[3]. 1922 წელს შენობაში ჩამოყალიბდა როსტოვში პირველი პიონერული დანაყოფი „სპარტაკი“. 1926 წელს პრესის სახლში სიტყვით გამოვიდა პოეტი ვლადიმერ მაიაკოვსკი. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე შენობა გადაეცა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს. ომის დასრულების შემდეგ სახლში გაიხსნა სასტუმრო „სამხრეთი“, ხოლო პირველ სართულზე განთავსდა თოჯინების თეატრი[3].
ამჟამად შენობაში განთავსებულია გაზპრომის დონის როსტოვის განყოფილება. ზოგიერთი ინფორმაციით 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის პერიოდში უნდა გაიხსნას ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო[4].
არქიტექტურა
რედაქტირებახუთსართულიანი აგურის შენობა გებულია მოდერნის სტილში. იგი გეგმით სწორკუთხაა შიდა ეზოთი. მთავარი შესასვლელი ვოროშილოვის პროსპექტისა და სუვოროვის ქუჩის კუთხეშია.
მემორიალური დაფები
რედაქტირება1983 წელს სახლის კედელზე დაკიდეს მემორიალური დაფა წარწერით[1]:
„ამ შენობაში 1926 წლის 28 ნოემბერს სიტყვით გამოვიდა საბჭოთა ეპოქის საუკეთესო მწერალი ვლადიმერ მაიაკოვსკი (1893-1930)“
|
მეორე მემორიალურ დაფაზე არის ასეთი წარწერა:
„ამ შენობაში 1922 წელს შეიქმნა პირველი პიონერული დანაყოფი „სპარტაკი“, ქ. დონის როსტოვის ახალგაზრდა პიონერთა ცენტრალური კლუბი.“
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Шулепова Э. А. Материалы свода памятников истории и культуры РСФСР. Ростовская область.. — М.: Изд-во НИИ культуры, 1990. — С. 34.
- ↑ Памятники регионального значения, находящиеся на учёте в Администрации Ростовской области на 1 января 2009г.. voopiik-don.ru. ციტირების თარიღი: 2013-09-04.
- ↑ 3.0 3.1 Юлия Банишевская. (2004-12-17) Неутраченный Ростов. Ворошиловский проспект. Комсомольская правда. ციტირების თარიღი: 2013-09-04.
- ↑ 8 отелей Ростова-на-Дону, которые построят к Чемпионату мира 2018. cityreporter.ru. ციტირების თარიღი: 2013-09-04.