შირვან-სალიანის ეკონომიკური რეგიონი
შირვან-სალიანის ეკონომიკური რეგიონი (აზერ. Şirvan-Salyan iqtisadi rayonu) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის 14 ეკონომიკური რეგიონიდან ერთ-ერთი. მოიცავს ქალაქებს შირვანს, ბილასუვარს, ჰაჯიყაბულს, ნეფთჩალისა და სალიანის ადმინისტრაციულ რეგიონებს.
1991 წლიდან 2021 წლამდე ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული ოლქების ტერიტორია შედიოდა არანის ეკონომიკური რეგიონის (ამჟამად ცენტრალური არანის ეკონომიკური რეგიონის) შემადგენლობაში.
შირვან-სალიანის ეკონომიკური რეგიონი შეიქმნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2021 წლის 7 ივლისის „აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ეკონომიკური რეგიონების ახალი დაყოფის შესახებ“ ბრძანებულებით [1].