შიპერკე
შიპერკე (ფრანგ. Schipperke) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ბელგიაში XVI საუკუნეში.
წარმოშობის ქვეყანა | ბელგია | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
ბელგიური ბარჟების ამ „პატარა კაპიტანის“ (სწორედ ასე ითარგმნება ფლამანდრიული სიტყვა Schipperke) ზუსტი წარმომავლობა ზუსტად ცნობილი არ არის, თუმცა ეს ჯიში უკვე მრავალი საუკუნეა არსებობს. ანატომიური თვალსაზრისით ეს ტიპური შპიცისმაგვარი ძაღლია. მიუხედავად იმისა, რომ შიპერკე ზომით პატარაა, მან შეინარჩუნა ქუჩის მებრძოლის ყველა თვისება. ეს ენერგიის გროვა ოდესღაც მღრღნელებისგან იცავდა ბარჟებს ფლანდრიისა და ბრაბანტის არხებზე და მეზღვაურებს არასასურველი სტუმრების მოახლოებას ამცნობებდა.
მას ხმელეთზეც იყენებდნენ ვირთხებზე, კურდღლებზე და თხუნელებზე სანადიროდ. სიცოცხლის მოყვარული პატარა შიპერკე შესანიშნავი კომპანიონია. შიპერკე კარგად უძლებს სიცივეს, ქალაქის პირობებში ცხოვრებას, ადვილად იწვრთნება, კარგი მოდარაჯეა. აქვს უხეში ბალანი, დაკუნთული, ძლიერი უკანა თათები, წინა კიდურები სწორია, ყველაზე გრძელი ბალანი კისერზეა. პატარა, მუქი-ყავისფერი თვალები ოვალურია.