შიოშ თუმანიშვილი
შიოშ თუმანიშვილი (ვარ. შიო; დ. 1673 — გ. 1700) — ნაზარალი-ხანის მდივან-მწიგნობარი, თუშეთის მდივანი, წედისის მოურავი.
დაწერილი საბუთები
რედაქტირება- დამწერი ნაზარალი-ხანის მიერ გოშფარ ჯავახიშვილისათვის მიცემული სახელოს წყალობის წიგნისა (1693 წ., III. 28, სცსსა 1448-8829);
- დამწერი ნაზარალი-ხანის მიერ მამად საღირბეგ სადუღისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1693 წ., VI. 21, სცსსა 1448-542);
- დამწერი ნაზარალი ხანის მიერ ასლანბეგ ორბელიშვილისათვის მიცემული სოფლის წყალობის წიგნისა (1695 წ., I. 5, სცსსა 1450, 15-115);
- დამწერი ნაზარალი-ხანის მიერ ქეთევანისათვის მიცემული სოფლის წყალობის წიგნისა (1696 წ., IV. 13, ხეც., Hd 6357);
- დამწერი _ ნაზარალი-ხანის მიერ ახალქალაქელ გიქუა პატაშვილისათვის მიცემული თარხნობის წიგნისა (1696 წ., III.16, ხეც., Hd 14263);
- დამწერი ნაზარალი-ხანის მიერ ქრისტეს საფლავის ყმებისათვის მიცემული თარხნობის წიგნისა (1696 წ., IV, 19, სცსსა 1450, 5-189);
- დამწერი ნაზარალი-ხანის მიერ გლურჯიძის ყმებისათვის მიცემული თარხნობის წიგნისა (1696 წ., VI. 3, სცსსა 1449-1940);
- დამწერი ნაზარალი-ხანის მიერ გასპარა აღზამანაშვილსათვის მიცემული წყალობის წიგნისა (1696 წ., VI. 22, სცსსა 1450, 48-3);
- დამწერი ნაზარალი-ხანის მიერ დავით გარეჯის წინამძღვარ ონოფრე მაჭუტაძისათვის მიცემული ჯამაგირის განახლების წიგნისა (1696 წ., XI. 16, ხეც., Ad 86);
- დამწერი ნაზარალი ხანის მიერ გაბრიელ გიგაბაძისათვის მიცემული თარხნობის წიგნისა (1696 წ., XII.6, სცსსა 1448-5332);
- დამწერი ნაზარალი-ხანის მიერ პაპუა სალმაღანაშვილისათვის მიცემული მამასახლისობის წყალობის წიგნისა (1697 წ., სცსსა 1448-45);
- დამწერი ნაზარალი-ხანის მიერ პაპა ლაღაშვილისათვის მიცემული საბეთისა სახაროდ დაჭერის თაობაზე (1698 წ., I. 5, სცსსა 1450, 34-225);
- დამწერი მამად-ყული-ხანის მიერ გარეჯას უდაბნოსათვის მიცემული სოფელ აკურას შეწირულობის წიგნისა (1698 წ., II. 11, სცსსა 1461, 7-36);
- დამწერი ნაზარალი-ხანის მიერ იესე რუსიშვილისათვის მიცემული ყმების წყალობის წიგნისა (1699 წ., III.17, ხეც., Hd 10268);
- დამწერი ნაზარალი-ხანის მიერ ოჟორის მონასტრის ყმებისათვის მიცემული თარხნობის წიგნისა (1699 წ., XI. 26, ხეც., Qd 9586);
- დამწერი ნაზარალი-ხანის მიერ დავით გარეჯის მონასტრისათვის მიცემული ულუფის გაჩენის წიგნისა (1699 წ., XII, 8, ხეც., Ad 87);
- დამწერი ნაზარალი-ხანის მიერ გარეჯის წმინდა დავითის საფლავისათვის მიცემული ვენახის შეწირულობის წიგნისა (1699 წ., სცსსა 1449-1830);
- დამწერი ნაზარალი-ხანის მიერ ამილღამბარ მაღალაძისათვის მიცემული სახელოსა და ყმა-მამულის წყალობის წიგნისა (1700 წ., VI. 29, ხეც., Ad 1590).