შინდისის ბრძოლის მემორიალური შენობები
შინდისის ბრძოლის მემორიალური შენობები — არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ შინდისში. მემორიალი შეიქმნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შინდისთან მომხდარი ბრძოლის ადგილზე. ამ ადგილზე ქართველ მებრძოლთა მცირე რაზმმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის სამხედრო შენაერთებს. ბრძოლის დროს დაიღუპა 17 ჯარისკაცი. მემორიალური შენობები თარიღდება 1949-2019 წლებით. მემორიალი მოიცავს რკინიგზის სადგურს, პლატფორმას, სადგურის სამართავ პუნქტს, სადაც ქართველი ჯარისკაცები იყვნენ ჩასაფრებულები. ცხინვალი-გორის რკინიგზის სადგური აშენდა გასული საუკუნის 50-იან წლებში. ორსართულიან შენობაში განთავსებული იყო სალარო, მოსაცდელი დარბაზი, სამეურნეო დანიშნულების სათავსები. მეორე შენობა, სადგურის სამართავი პუნქტი, აშენდა XX საუკუნის 70-იან წლებში, რომელიც მოიცავდა რადიოსადგურს, სადგურის ოპერატორების და სხვა სპეციალისტების სათავსებს. ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს 90-იან წლებში რკინიგზამ ფუნქციონირება შეწყვიტა. ამ პერიოდში შენობები გაიძარცვა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38160