შინაგანი ზღვა (ესპ. Mar adentro) — 2004 წლის ესპანური ფილმი, რომლის რეჟისორია ალეხანდრო ამენაბარი. ფილმი გადმოსცემს რამონ სამპედროს რეალურ ისტორიას. ის გემის მექანიკოსი იყო და ავარიის შედეგად ინვალიდი გახდა, რის შემდეგაც 29-წლიანი კამპანია აწარმოა ევთანაზიისა და სიკვდილის უფლების მხარდაჭერისთვის. მის როლს ხავიერ ბარდემი ასრულებს.

„შინაგანი ზღვა“
ჟანრი ბიოგრაფიული
დამდგმელი რეჟისორი ალეხანდრო ამენაბარი
პროდიუსერი ალეხანდრო ამენაბარი
სცენარის ავტორი ალეხანდრო ამენაბარი, მატეო ჯილი
როლებში ხავიერ ბარდემი
მუსიკა ალეხანდრო ამენაბარი
დისტრიბუტორი Fine Line Features
გამოსვლის თარიღი 3 სექტემბერი, 2004
ხანგრძლივობა 125 წთ.
ქვეყანა ესპანეთი
ენა ესპანური
ბიუჯეტი 10 მილიონი ევრო
შემოსავალი 38,535,221 მილიონი აშშ დოლარი

ჯილდოები

რედაქტირება

ფილმმა გოიას 14 და ვენეციის კინოფესტივალის სამი ჯილდო მიიღო. ის ასევე დაჯილდოვდა ოსკარითა და ოქროს გლობუსით, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება