შიმშილობა (2008 წლის ფილმი)

შიმშილობა (ინგლ. Hunger) — სტივ მაკ-კუინის პირველი მხატვრული ფილმი. ესაა ისტორიულ-ბიოგრაფიული დრამა, რომელიც დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე. მაკ-კუინმა ამ ფილმისთვის მიიღო ოქროს ვიდეოკამერა.

„შიმშილობა“

ფილმის პოსტერი
დამდგმელი რეჟისორი სტივ მაკ-კუინი
პროდიუსერი ლორა ჰასტინგს-სმითი
რობინ გაჩი
სცენარის ავტორი ენდა უოლში, სტივ მაკ-კუინი
როლებში მაიკლ ფასბენდერი, ლიამ კანინჰემი
მუსიკა დევიდ ჰოლმსი
ოპერატორი შონ ბობიტი
მონტაჟი ჯოი უოკერი
სტუდია Film4 Productions, Channel 4, Northern Ireland Screen, Broadcasting Commission of Ireland
დისტრიბუტორი Icon Film Distribution
გამოსვლის თარიღი 15 მაისი, 2008
ხანგრძლივობა 96 წთ.
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო, ირლანდია
ენა ინგლისური, ირლანდიური
შემოსავალი $2 724 474
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმში ასახულია ბობი სენდსის ცხოვრების უკანასკნელი ექვსი კვირა. სენდსი ირლანდიის რესპუბლიკური არმიის წევრია. 1977 წელს მას ასამართლებენ და მიუსჯიან 14 წელს იმ იარაღის ფლობისთვის, რომლისგანაც ესროლეს პოლიციელებს. სენდსი შიმშილობას გამოაცხადებს. მას რამდენიმე მიზანი აქვს: სურს მიეღო უფლება, არ ატაროს ციხის სამოსი, არ იმუშაოს, მიიღოს ამანათები და მთავარი: მიაღწიოს იმას, რომ ყველა პატიმარი, რომელიც „ირა“-ს წევრია, ცნონ პოლიტპატიმრად ან სამხედრო ტყვედ და არა დამნაშავედ. ციხეში ყოფნისას სენდსს ირჩევენ ბრიტანეთის პარლამენტის წევრად. პარლამენტი დაუყოვნებლივ იღებს კანონს, რომელიც მსჯავრდებულებს დეპუტატად გახდომის უფლებას უკრძალავს. შიმშილობისგან დასუსტებული სენდსი ციხეში იღუპება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება