შილდის შუაგორის ციხე

შილდის შუაგორის ციხეკოშკი, არქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ჩრდილოეთით, 8-10 კილომეტრის მანძილზე, ნასოფლარ შუაგორში, მდინარე ჩელთის მარცხენა ნაპირას, ტყიან მთაზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

კოშკი გეგმით ოთხკუთხაა. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და კირის სქელი ხსნარით. შემორჩენილია ორი სართული და მესამე სართულის კედლების მცირე ნაწილი. პირველი სართული ამოვსებულია მიწით. შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთ კედელშია. დასავლეთ კედელში კი — ნახევარწრიული ბუხარია. სართულის ოთხივე კედელში ვიწრო სათოფურებია დატანებული. კოშკის კუთხეები ოთხივე მხარეს, გარედან, გამაგრებულია მასიური, ოთხკუთხავე ბურჯებით.

კოშკის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია.

ლიტერატურა

რედაქტირება