შილდის ორსაყდრების ნაეკლესიარი
შილდის ორსაყდრიანი ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ჩრდილო-დასავლეთით 3 კილომეტრზე, ადგილ ვაკესარბიელად წოდებულ ადგილზე. თარიღდება შუა საუკუნეებით.
ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, ნაგები იყო ნატეხი ქვით. დანგრეულია: კედლები (შემორჩენილია 20-30 სანტიმეტრის სიმაღლეზე) მიწითა და მცენარეულობითაა დაფარული. ეკლესია უაფსიდოა. აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით. ნაგებობის ტერიტორიაზე ქვის ქვევრებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბაშიძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 460.