შილდის ორსაყდრების ეკლესია
შილდის ორსაყდრების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ჩრდილო-დასავლეთით 3 კილომეტრზე, ტყეში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (5,5 x 3,5 მეტრი). ნაგებია ნატეხი ქვით და ფიქლით კირის ხსნარზე, დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი და ლავგარდანი, დეფორმირებულია კედლები. შესასვლელი სამრეთიდანაა, კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდია, რომლის ღეძზე გაჭრილია ვიწრო, ოთხკუთხა სარკმელი, რომელსაც ძირი საფეხურებად აქვს დამუშავებული. სარკმლის ჩრდილოეთით ორი ოთხკუთხა ნიშაა, სამხრეთით კი — სამი. შუა ნიშაში მოწყობილია მცირე სამალავი. სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიშენებულია ტრაპეზი. გრძივ კედლებზე შემორჩენილია მხატვრობის ფრაგმენტები. დარბაზი გადახურულია ქარგილზე სხმული ნახევარცილინდრული კამარით.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბაშიძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 460-461.