შილდის ეკლესია და სასახლე
შილდას ეკლესია და სასახლე — ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელი შილდის არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფლის მიდამოებში, გრძელ ქედად წოდებულ ადგილას.
აღწერა რედაქტირება
ორივე შენობა დანგრეულია. ნაგები იყო ნატეხი და რიყის ქვით კირის ხსნარზე. ეკლესიიდან შემორჩენილია ჩრდილოეთ კედელი და მისი მინაშენის მცირე ნაწილი. ეკლესიასთან ახლოს სასახლის კედლების ნაწილებია. სასახლე გეგმით სწორკუთხაა. შედგებოდა რამდენიმე სათავსოსგან. სასახლის დასავლეთით საწნახლის ნანგრევები და წყლის რეზერვუარის ნაშთებია.
ლიტერატურა რედაქტირება
- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 453.