შილდის ამაღლების წმინდა გიორგის ეკლესია
შილდის ამაღლების წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, გ. ჭუნაშვილის ეზოში, მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით ნაგები კედლის მცირე ნაწილი, რომლითაც სოფლის მოსახლეობამ ააგო მცირე ზომის სალოცავი ნიშა.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 451.