შვიდი მნათობი (ჟურნალი)

შვიდი მნათობი — ლიტერატურურული ჟურნალი, რომელიც თბილისში დავით და პოლიკარპე კაკაბაძეების თაოსნობით გამოიცემოდა 1919 წელს. სულ გამოვიდა ჟურნალის ორი ნომერი — 1919 წლის აპრილში და იმავე წლის ოქტომბერში. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ გრიგოლ რობაქიძე, ლეო ქიაჩელი, პაოლო იაშვილი, იოსებ გრიშაშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, სანდრო შანშიაშვილი, ივანე ბერიტაშვილი და ა.შ. ჟურნალში დაიბეჭდა პოლიკარპე კაკაბაძის ორი დრამა „სისხლი სინათლემდე“ და „სამი ასული“. ჟურნალის სახელწოდება აღებულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბიდან. როგორც ცნობილია, მასზე გამოსახულია შვიდი მნათობი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სიგუა, სოსო. „მოდერნიზმი“, თბ. „მწერლის გაზეთი“, 2008