შვედეთის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია
შვედეთის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია (ინგლ. Swedish Recording Industry Association, GLF — შვედ. Grammofonleverantörernas förening) — ასოციაცია, რომელიც შვედეთის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ინტერესებს წარმოადგენს. იგი შეიქმნა 1975 წელს და იმავე წელს გახსნა ქვეყნის ორი მთავარი ჰიტ-აღლუმი — შვედეთის ალბომების ჩარტი და შვედეთის სინგლების ჩარტი.
GLF-ს ჰყავს შემდეგი მონაწილეები: Bonnier Amigo Group, EMI Svenska AB, Network Entertainment Group (MNW?), Sony BMG Music Entertainment Sweden AB, Sound Pollution AB, Universal Music Sweden AB და Warner Music Sweden AB. 1986 წლიდან GLF-მა შექმნა რეგისტრირებული სიმღერების ონლაინ-კატალოგი — „Grammotex“. დღეისთვის მათი რაოდენობა შეადგენს 100 000-ს.
დღეისთვის GLF-ს არ გააჩნია საკუთარი საიტი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Grammotex, ონლაინ-კატალოგი
- Sverigetopplistan, სინგლების, ალბომების, DVD-ების და ჩამონატვირთების ყოველკვირეული ჩარტები