შეჰზადე სულეიმანი (აჰმედ I-ის ვაჟი)
შეჰზადე სულეიმანი (დ. 1615, სტამბოლი — გ. 27 ივლისი, 1635, იქვე) — აჰმედ I-ის ვაჟი. მისი დედა სავარაუდოდ იყო აჰმედის კანონიერი მეუღლე ქიოსემ სულთანი.
შეჰზადე სულეიმანი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Şehzade Süleyman |
დაბადების თარიღი |
1615 სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
27 ივლისი, 1635 სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვალების მიზეზი | სიკვდილით დასჯა |
დაკრძალულია | სულთან აჰმედის მეჩეთი |
რელიგია | ისლამი |
მშობლები |
მამა: აჰმედ I დედა: ქიოსემ სულთანი (სავარაუდოდ) |
ბიოგრაფია
რედაქტირებასულეიმანი დაიბადა 1615 წელს სტამბოლში, სულთან აჰმედ I-ის ოჯახში. თუ მისი დედა ქიოსემ სულთანი იყო, მაშინ სავარაუდოდ, სულეიმანი იყო ოსმალეთის მომავალი სულთნის, იბრაჰიმ I-ის ტყუპისცალი. თუმცა, შესაძლოა ის მაჰფირუზ სულთნის შვილიც ყოფილიყო. 1617 წელს, აჰმედი გარდაიცვალა და ტახტზე სულეიმანის უნარშეზღუდული ბიძა, მუსტაფა I ავიდა. 1618 წლის 26 თებერვალს, მუსტაფა ტახტიდან ჩამოაგდო სულეიმანის უფროსმა ძმამ, ოსმან II-მ, მაგრამ ისიც მალევე ჩამოაგდეს და მოკლეს. ტახტი კვლავ მუსტაფამ დაიკავა. მისი მმართველობა წელიწადსა და ოთხ თვეს გაგრძელდა.
1623 წელს იანიჩართა აჯანყების შედეგად ოსმალეთის ტახტი დაიკავა სულეიმანის უფროსმა ძმამ, მურად IV-მ. მისი მმართველობის პერიოდში სულეიმანი და მისი ძმები ჰარამხანაში, კაფესში (გალიაში) იყვნენ გამოკეტილნი. 1635 წელს, როცა მურად IV ერევნის დასაპყრობად მიდიოდა, მან ტახტის მოცილეების მოშორება გადაწყვიტა. 27 ივლისს სულეიმანი და მისი ძმა, ბაიაზიდი სიკვდილით დაისაჯნენ. შეჰზადე სულეიმანი დაკრძალულია ცისფერი მეჩეთის მავზოლეუმში, მამის გვერდით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Boyar, Ebru; Fleet, Kate (2010). A Social History of Ottoman Istanbul. Cambridge University Press, გვ. 42. ISBN 1139484443, 9781139484442 Invalid ISBN.
- Börekçi, Günhan (2009) Encyclopedia of the Ottoman Empire, ISBN 1139484443