აბდულა (შეჰზადე)
(გადამისამართდა გვერდიდან შეჰზადე აბდულა)
შეჰზადე აბდულა (თურქ. Şehzade abdullah; დ. 1523 — გ. 1526) — ოსმალეთის შეჰზადე, ოსმალეთის სულთან სულეიმან I-ისა და ჰიურემ სულთნის მესამე შვილი და მეორე ვაჟი. ხოლო სულთან სულეიმანისთვის მე-5 შვილი.[1]
დაიბადა 1523 წელს, თოფქაფის სასახლეში. აბდულა იყო სულეიმან I-ის მე-3 ვაჟი (რომელიც მას ცოცხალი ჰყავდა), მუსტაფასა და მეჰმედის შემდეგ.
ტრადიციისამებრ აბდულაც სასახლეში იზრდებოდა, მაგრამ 1526 წელს, ოსმალეთის დედაქალაქ სტამბოლში გავრცელდა ეპიდემია. შეჰზადე აბდულასაც შეეყარა სასიკვდილო დაავადება და გარდაიცვალა სამი წლის ასაკში.