შეტევა ტიტანზე (სერიალი)

შეტევა ტიტანზე (იაპონ. 進撃の巨人) — იაპონური ბნელი ფანტასტიკის ჟანრის ანიმე სერიალი, რომელიც ადაპტირებულია ჰაჯიმე ისაიამას ამავე სახელწოდების მანგას სერიიდან. სერიალის პრემიერა შედგა 2013 წლის 7 აპრილს და დასრულდა 2023 წლის 5 ნოემბერს. ის გავიდა MBS TV-ზე (პირველი ორი სეზონი) და NHK General TV (მესამე და მეოთხე სეზონი). ჩრდილოეთ ამერიკაში სერიალი გადიოდა Crunchyroll-ზე, Funimation-სა და Hulu-ზე. თავდასხმა ტიტანზე ასევე გავიდა შეერთებულ შტატებში Adult Swim-ის Toonami პროგრამულ ბლოკზე.

შეტევა ტიტანზე
進撃の巨人
(შეტევა ტიტანზე)
ჟანრი
ანიმე ტელესერიალი
შეტევა ტიტანზე
რეჟისორი ტეცურო არაკი (სეზონი 1–3)
მასაში კოიზუკა (სეზონი 2-3)
იუიჩირო ჰაიაში (სეზონი 4)
პროდიუსერი კენსუკე ტატეიში, ტოშიჰირო მაედა, შინ ფურუკავა, ტომოჰიტო ნაგასი, ჯორჯ ვადა, ტეცუია ენდო, სოია კიიოტა, ჰიტოში იტო, მაკოტო კიმურა, იასუო ონორი
სცენარი იასუკო კობაიაში (სეზონი 1-3)
ჰიროში სეკო (4 სეზონი)
მუსიკა ჰიროიუკი სავანო
კოჰ და იამამოტო
სტუდია MAPPA
ვიტ სტუდია
ლიცენზიატი NA: Crunchyrol
SEA: Muse Communication
ორიგინალური ეთერი 2013 წლის 7 აპრილი 2023 წლის 5 ნოემბერი
ეპიზოდები 94

პოსტაპოკალიფსურ სამყაროში, სადაც კაცობრიობის ნაშთები ცხოვრობენ კედლების მიღმა და იცავენ მათ გიგანტური ჰუმანოიდური ტიტანებისგან, სერიალის სიუჟეტი ვითარდება მთავარი გმირის ერენ იეგერის და მისი მეგობრების მიკასა აკერმანისა და არმინ არლერტის გარშემო. სერიალის დასაწყისში კოლოსალური ტიტანი არღვევს მათი მშობლიური ქალაქის კედელს, ტიტანები ანადგურებენ ქალაქს და ჭამენ ერენის დედას. შურისძიების განზრახვით, ერენი უერთდება ელიტარულ სადაზვერვო რაზმს, რომლებიც იბრძვიან ტიტანების წინააღმდეგ. სიუჟეტი აღწერს ერენის მოგზაურობას სადაზვერვო კორპუსთან ერთად, სადაც ისინი იბრძვიან ტიტანების წინააღმდეგ მათი წარმოშობისა და ისტორიის გამოძიების დროს.

2013 წელს დებიუტის შემდეგ, Attack on Titan-მა მიიღო საყოველთაოდ კრიტიკოსების დადებითი შეფასება, მრავალი აღიარება და ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ანიმე სერიალად. კრიტიკოსებმა და მაყურებელმა შეაქეს შოუ მისი სიუჟეტის, ანიმაციის და მოქმედებების თანმიმდევრობით. ანიმე ცნობილია თავისი უზარმაზარი გლობალური პოპულარობით, რომელიც წარმოდგენილია, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი ახალი თაობისთვის ანიმეს გასაცნობად.

სერიალის მიმოხილვა

რედაქტირება

პირველ სეზონში, მთავარი გმირი, ერენ იეგერი, მოწმეა, როგორ კვდება მისი დედა მას შემდეგ, რაც კოლოსალურმა ტიტანმა ქალაქის კედელი დაანგრია და ტიტანები ქალაქში შეიჭრნენ. ეს ხდება ერენის მოტივაცია, განავითაროს თავისი საბრძოლო უნარები ტიტანებთან საბრძოლველად. მოგვიანებით, ერენს თავად ტიტანი ჭამს, მაგრამ აღმოაჩენს, რომ მას შეუძლია ტიტანად გარდაქმნა, გააკონტროლოს იგი და იბრძოლოს ისე, როგორც ადამიანმა. ერენი სწავლობს, თუ როგორ გამოიყენოს თავისი ახლად აღმოჩენილი ძალები ტიტანებთან საბრძოლველად და აგრძელებს ვარჯიშს, რადგან უფრო მეტი ტიტანი უტევს მის სამშობლოს.

მეორე სეზონში, მთავარი პერსონაჟები, რომლებიც შეუერთდნენ სადაზვერვო რაზმს და იწყებემ ბრძოლა მას შემდეგ რაც ტიტანებმა კვლავ განახორციელეს თავდასხმა და ბრძოლის პერიოდში გამოიკვლიეს ტიტანების ნამდვილი ბუნება.

ორნაწილიან მესამე სეზონში, დაზვერვის რაზმები ნადირობენ, რადგან იპოვონ ერენის მსგავსი კიდევ ერთი ტიტანი. მოგვიანებით ისინი იცავენ თავიანთ მშობლიურ ქალაქს სისხლიანი ბრძოლების სერიაში უძლიერესი ტიტანების წინააღმდეგ. ამის შემდეგ, დამანგრეველი ბრძოლებისგან თავზარდაცემული, სადაზვერვო რაზმის წევრები აღმოაჩენენ სიმართლეს თავიანთი სამყაროსა და ზოგადად კაცობრიობის შესახებ.

სერიალის მეოთხე სეზონი, დაყოფილია ოთხ ნაწილად და ქვესათაურით The Final Season, ვითარდება ოთხი წლის შემდეგ, რაც ერენი და მისი თანამემამულეები გაიგებენ მთელ სიმართლეს სამყაროს შესახებ. პერსონაჟების ახალი კასტი, მტრის ელიტარული მეომრების ნაწილია, რომელიც იბრძვის სკაუტთა კორპუსის წინააღმდეგ, რადგან თითოეული მხარე ცდილობს დაიცვას თავისი სახლი და იდეალები. ამავე დროს, ერენი აყალიბებს დამანგრეველ გეგმას, რათა გაათავისუფლოს თავისი სამშობლო ყველა მტრისგან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება