შერმანდ ნიგურიანის დარბაზ-მაჩუბი

არქიტექტურული ძეგლი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შერმანდ ნიგურიანის დარბაზ-მაჩუბიარქიტექტურული ძეგლი მესტიის მუნიციპალიტეტში.

დარბაზ-მაჩუბი დღესდღეობით მთლიანად დანგრეულია, ის კოშკის ჩრდილოეთის ფასადზე იყო მიდგმული, რასაც დარნჩენილი შვერილი კედლების ნაშთებით ვხედავთ. ნაგებობისგან მხოლოდ ჩრდილოეთი კედლის პირველი სართულის ნაწილია შემორჩენილი. ასევე აღიქმება მთლიანი ნაგებობის მონახაზი, რომელიც ამოვსებულია ნაყარი ქვით და შიგნით იზრდება მცენარეები. შერმანდ ნიგურიანის დანგრეული დარბაზ-მაჩუბი თავისი ადგილმდებარეობით საკმაოდ მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენს, რადგან ის საცხოვრებელი კომპლექსისი ნაწილი იყო და დღესდღეობით გვეხმარება ისტორიული უბნის ავთენტური განაწილების აღქმაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38145