შერი ენ კერი (ინგლ. Cherie Currie; დ. 30 ნოემბერი, 1959) — ამერიკელი მუსიკოსი, მსახიობი და ხელოვანი. 1970-იანი წლების მეორე ნახევარში იყო გოგონათა როკ-ჯგუფის The Runaways წამყვანი ვოკალისტი. ჯგუფის დაშლის შემდეგ კერი სოლო არტისტი გახდა. მოგვიანებით მან თანამშრომლობა დაიწყო თავის იდენტურ ტყუპისცალთან, მერი კერისთან, რომელთან ერთადაც ალბომი გამოუშვა. მათ დუეტში შესრულებულმა სიმღერამ „Since You Been Gone“ აშშ-ის ჩარტებში 95-ე ადგილს მიაღწია.

შერი კერი

კერი 2010 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 30 ნოემბერი, 1959 (1959-11-30) (64 წლის)
დაბ. ადგილი Encino
ჟანრ(ებ)ი პანკ-როკი, ჰარდ-როკი
საქმიანობა მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი, პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, კლავიში, გიტარა
აქტიური 1976-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი cheriecurrie.com
შერი კერი ვიკისაწყობში

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება