შენახვის კანონი
ფიზიკაში შენახვის კანონი ეწოდება მტკიცებას, რომ იზოლირებული სისტემის რაიმე ფიზიკური სიდიდე არ იცვლება სისტემის ევოლუციის დროს.
შენახვის კანონებთან დაკავშირებული ფუნდამენტური შედეგი, რომელიც ნიოტერის თეორემის სახელწოდებით არის ცნობილი ამტკიცებს, რომ ყველა შენახვის კანონი დაკავშირებულია რაიმე (უწყვეტი) ფიზიკური სიმეტრიის არსებობასთან. მაგალითად, ენერგიის შენახვის კანონი დაკავშირებულია (ან გამომდინარეობს) ფიზიკური სისტემების დროითი წანაცვლების მიმართ ინვარიანტობასთან, ანუ ნიოტერის თეორემა ამტკიცებს, რომ თუ ენერგია ინახება, მაშინ ეთიდაიგივე პირობებში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური სისტემა ერთნაირად ევოლუცირებს მოუხედავად დროის ათვლის საწყისი მომენტისა.
იმ შენახვის კანონების ჩამონათვალი, რომლებიც არიან ზუსტი კანონები, ანუ არ არსებობს მათი დარღვევის რაიმე დადასტურება, ასეთია
- ენერგიის შენახვის კანონი;
- იმპულსის შენახვის კანონი;
- იმპულსის მომენტის შენახვის კანონი;
- მუხტის შენახვის კანონი;
- ფერადი მუხტის შენახვის კანონი;
- სუსტი იზოსპინის შენახვის კანონი;
- ალბათობის შენახვის კანონი კვანტურ მექანიკაში.
ასევე არსებობს მიახლოებითი შენახვის კანონები. ასეთი კანონები სამართლიანია მხოლოდ გარკვეულ პირობებში (მაგალითად დაბალ სიჩქარეებზე, დროის მცირე მონაკვეთში, გარკვეული სახის ურთიერთქმედებისთვის და ა. შ.). ასეთებია მაგალითად
- მასის შენახვის კანონი (სამართლიანია დაბალ, ანუ სინათლის სიჩქარეზე გაცილებით პატარა სიჩქარეებზე);
- ბარიონული რიცხვის შენახვის კანონი;
- ლეპტონური რიცხვის შენახვის კანონი;
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Philipson, Schuster, Modeling by Nonlinear Differential Equations: Dissipative and Conservative Processes, World Scientific Publishing Company 2009.
- Victor J. Stenger, 2000. Timeless Reality: Symmetry, Simplicity, and Multiple Universes. Buffalo NY: Prometheus Books. Chpt. 12 is a gentle introduction to symmetry, invariance, and conservation laws.
- Toro, E.F. (1999). „Chapter 2. Notions on Hyperbolic PDEs“, Riemann Solvers and Numerical Methods for Fluid Dynamics. Springer-Verlag. ISBN 3-540-65966-8.
- E. Godlewski and P.A. Raviart, Hyperbolic systems of conservation laws, Ellipses, 1991.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შენახვის კანონები დაარქივებული 2020-06-01 საიტზე Wayback Machine. — ინტერნეტ სახელმძღვანელო (ინგლისურ ენაზე).