შემოქმედების სვეტები
შემოქმედების სვეტები — კოსმოსური ტელესკოპ „ჰაბლის“ მიერ არწივის ნისლეულში ვარსკვლავთშორისი გაზისა და მტვრისთვის გადაღებული ფოტო. აღნიშნული მატერია მდებარეობს დედამიწიდან 6500-7000 სინათლის წლის მანძილზე.[1] სახელი ეწოდა იმის გამო, რომ გაზი და მტვერი ახალი ვარსკვლავების შექმნის პროცესში იმყოფება, ამავე დროს მასზე ზემოქმედებს ახლომახლო უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავების შუქი.[2] 1995 წლის 1 აპრილს გადაღებული სურათი Space.com-ზე „ჰაბლის“ მიერ გადაღებულ საუკეთესო ფოტოთა ათეულში მოხვდა.[3] ფოტოს გადაღებაზე პასუხისმგებელნი იყვნენ არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომები — ჯეფ ჰესტერი და პოლ სკოუენი. 2011 წელს, რეგიონი ფირზე ხელახლა აღბეჭდა ევროპის კოსმოსური სააგენტოს კოსმოსურმა ობსერვატორია „ჰერშელმა“.
სახელი დაფუძნებულია ჩარლზ სპერჯენის ქადაგება „ქრისტეს მოწყალებაში“ გამოყენებულ ფრაზაზე.[4]
შემადგენლობა
რედაქტირებასვეტები შედგება ცივი მოლეკულური წყალბადისა და მტვრისგან, რაც გადარეცხილია შედარებით ახლომდებარე ცხელი ვარსკვლავის ულტრაიისფერი შუქის ფოტოევაპორაციით. მარცხენა სვეტი სიგრძეში დაახლოებით 4 სინათლის წელია.[5] ღრუბლებზე ამოშვერილი ეს თითის მსგავსი სვეტები ჩვენი მზის სისტემაზე დიდია და ხილული ხდება ამოფრქვეული გაზური გლობულების ჩრდილების შედეგად.[6] აღნიშნული გლობულები თავის მხრივ ახალი ვარსკვლავების ინკუბატორებია.[7] ვარსკვლავების წარმოშობის შემდეგ, გლობულები ორთქლდება.
თეორიულად განადგურებული
რედაქტირებაკოსმოსური ტელესკოპ „სპიტცერის“ მიერ გადაღებულ ფოტოებზე, შემოქმედების სვეტების მიდამოებში აღმოჩნდა ცხელი მტვრის ღრუბელი; ასტრონომებმა გამოთვალეს, რომ ეს უნდა ყოფილიყო ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებისშემდგომი შოკური ტალღა.[8] ღრუბლის გამოჩენა იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ზეახალი ვარსკვლავის შოკურ ტალღებს შემოქმედების სვეტები 6000 წლის წინ უნდა დაენგრია. სვეტებამდე მანძილი დედამიწიდან 7000 სინათლის წელია; ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს სვეტები სინამდვილეში უკვე განადგურებულია, მაგრამ რადგან სინათლე გარკვეული სიჩქარით მოძრაობს, ამ დანგრევის პროცესი დედამიწაზე 1000 წლის შემდეგ გამოჩნდება.[9]
ფოტოები
რედაქტირება„ჰაბლის“ ფოტო
რედაქტირება„ჰაბლის“ ფოტო 32 სხვადასხვა სურათისგან შედგება,[10] რომლებიც მის ბორტზე დამონტაჟებულმა Wide Field and Planetary Camera 2-ის[11] ოთხმა სხვადასხვა კამერამ გადაიღო[12]. ფოტო შედგება ღრუბლის შემადგენელი სხვადასხვა ელემენტების მიერ გამოყოფილი სინათლისგან: მწვანე ფერს განაპირობებს წყალბადი, წითელს იონიზებული გოგირდი და ცისფერს ორმაგად იონიზებული ჟანგბადის ატომები.[2]
„ჰერშელის“ ფოტო
რედაქტირება2011 წელს კოსმოსურმა ობსერვატორია „ჰერშელმა“ შემოქმედების სვეტების ახალი ფოტო გადაიღო შორ-ინფრაწითელ ტალღებში, რამაც ასტრონომებს შესაძლებლობა მისცა შეეხედათ სვეტებისა და რეგიონის სხვა სტრუქტურების შიგნით. ამის შედეგად, უფრო მეტი ინფორმაცია იქნა მიღებული არწივის ნისლეულში არსებული შემოქმედი და დამანგრეველი ძალების შესახებ.[13]
„ჰაბლის“ ახალი ფოტო
რედაქტირებაკოსმოსური ტელესკოპ „ჰაბლის“ გაშვების 25 წლისთავის აღსანიშნავად ასტრონომებმა შეადგინეს შემოქმედების სვეტების უფრო დიდი და მაღალი გარჩევადობის(რეზოლუციის) ფოტო, რომელიც 2015 წლის იანვარში სიეტლში, ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების შეხვედრაზე წარადგინეს. ფოტო გადაღებულია „ჰაბლის“ ახალი, Wide Field Camera 3-ით (რომელიც 2009 წელს დაამონტაჟეს) თითქმის-ინფრაწითელ და ხილული სინათლის სპექტრში.[14]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Clavin, Whitney. 'Elephant Trunks' in Space. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 25, 2018. ციტირების თარიღი: March 9, 2011.
- ↑ 2.0 2.1 Embryonic Stars Emerge from Interstellar "Eggs" დაარქივებული 2016-12-11 საიტზე Wayback Machine. , Hubble news release
- ↑ Best Hubble Space telescope images from Space.com. [archived copy]
- ↑ David H. Devorkin and Robert W. Smith. (2015). The Hubble Cosmos. National Geographic Magazine, page 67
- ↑ NOVA | Origins | The Pillars of Creation image 1. PBS. ციტირების თარიღი: 2012-02-13.
- ↑ The Birth of Stars. Csep10.phys.utk.edu. ციტირების თარიღი: 2012-02-13.
- ↑ A Stunning View Inside an Incubator for Stars - New York Times. Nytimes.com (1995-11-03). ციტირების თარიღი: 2012-02-13.
- ↑ Flagey, Nicholas; et al. (January 2009). „The Eagle Nebula Unveiled by the Spitzer/MIPSGAL Survey“. Bulletin of the American Astronomical Society. 41 (1): 37. Bibcode:2009AAS...21332401F.
- ↑ Lovett, Richard. Photo in the News: Supernova Destroys "Pillars of Creation". ციტირების თარიღი: March 13, 2011.
- ↑ NOVA | Origins | The Pillars of Creation image 3. PBS. ციტირების თარიღი: 2012-02-13.
- ↑ NOVA | Origins | The Pillars of Creation image 1. PBS (1995-04-01). ციტირების თარიღი: 2012-02-13.
- ↑ NOVA | Origins | The Pillars of Creation image 2. PBS. ციტირების თარიღი: 2012-02-13.
- ↑ Revisiting the 'Pillars of Creation'. NASA (2012-01-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-10. ციტირების თარიღი: 2012-01-20.
- ↑ Hubble Goes High-Definition to Revisit Iconic 'Pillars of Creation'. NASA (2015-01-05). ციტირების თარიღი: 2015-01-06.