შემოდგომის შავიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ძლიერად დანაკვთული, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სუსტი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ფრთიანი. საშუალო სიკუმსისაა. ზოგჯერ თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური.

სიმწიფის საშუალო პერიოდის ვაზია, საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 418-420