შემთხვევითი სიდიდე

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალბათობის თეორიასა და მათემატიკურ სტატისტიკაში შემთხვევითი სიდიდე ეწოდება ზომად ფუნქციას ალბათური სივრციდან ნამდვილ n–განზომილებიან სივრცეში მასზე განმარტებული ბორელის სიგმა–ალგებრით. შემთხვევითი სიდიდე შემოღებული იქნა იმისთვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ხდომილებების რიცხვებით აღწერა (მაგალითად, ორი კამათლის გაგორების შედეგები შეიძლება იყოს (3,5) – ანუ 3–იანი პირველ კამათელზე და 5–იანი მეორეზე). შემთხვევითი სიდიდეები იყოფა ორ ძირითად ტიპად: დისკრეტული შემთხვევითი სიდიდე, ანუ შემთხვევითი სიდიდე, რომელიც იღებს სასრულ ან თვლად რაოდენობა მნიშვნელობებს და უწყვეტი შემთხვევითი სიდიდე, რომელიც იღებს მნიშვნელობებს ინტერვალზე (ანუ წარმოადგენს უწყვეტ ფუნქციას).