შელეფტეო
შელეფტეო (შვედ. Skellefteå) — ქალაქი შვედეთში, ვესტრებოტენის ლენში. თავისივე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 32 775 ადამიანს შეადგენს.[1]
ქალაქი | |||
---|---|---|---|
შელეფტეო შვედ. Skellefteå | |||
ქალაქის ცენტრალური მოედანი | |||
| |||
ქვეყანა | შვედეთი | ||
კოორდინატები | 64°45′00″ ჩ. გ. 20°57′00″ ა. გ. / 64.75000° ჩ. გ. 20.95000° ა. გ. | ||
ფართობი | 21,74 კმ² | ||
მოსახლეობა | 32 775 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 1 507 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 0910 | ||
ოფიციალური საიტი | https://skelleftea.se | ||
ისტორია
რედაქტირებამიჩნეულია, რომ შელეფტეო ახ. წ. 1000 წელს დასახლდა საამისა და შესაძლოა ნაწილობრივ ფინელი ხალხებით.
მისი სახელი პირველად 1327 წელსაა ჩაწერილი როგორც შელეფთი, მაგრამ წარმომავლობა უცნობია. არქეოლოგებმა ამ არეალში 8000 წლის წინ მცხოვრები ადამიანების ნაშთები აღმოაჩინეს.
XIV საუკუნეში იყო შელეფტეოს გაქრისტიანების მცდელობა. მიუხედავად ამისა, ნორლანდის რეგიონი დანარჩენი შვედეთის გაქრისტიანებიდან რამდენიმე ასეული წლის შემდეგ გაქრისტიანდა, თუმცა ჩრდილოეთის ქალაქები, მათ შორის შელეფტეოც ჯერ კიდევ შეუღწეველი რჩებოდა. ამ დასახლებისადმი უცაბედად აღძრული ინტერესის საგანი იყო მის მიდამოებში ფართოდ გავრცელებული თევზი სალმონი, რადგან კათოლიკურ ეკლესიის მკაცრ დიდ მარხვაში ხორცს თევზით ანაცვლებდნენ.
ქალაქი თავის მხრივ ბევრად ახალგაზრდაა, ფაქტობრივად ყველაზე ახალგაზრდა ნორლანდის ქალაქებს შორის. იგი 1845 წელს დაარსდა.
XX საუკუნეში შელეფტეო ინდუსტრიულ და მოპოვებით ქალაქად გადაიქცა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Tourist in Skellefteå დაარქივებული 2008-05-11 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Tätorternas landareal, folkmängd och invånare per km2 2005 och 2010 Swedish. Statistics Sweden (14 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 10 January 2012.