შელეფტეელვენი (შვედ. Skellefteälven) — მდინარე ჩრდილოეთ შვედეთში.

შელეფტეელვენი
ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
სიგრძე 410 [1] კმ
აუზის ფართობი 11 731[2] კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} შელეფტეელვენი ვიკისაწყობში

გეოგრაფიულად, ის სათავეს იღებს ნორბოტენის ლენში, რომელსაც ასევე შვედეთის ლაპლანდიის პროვინციას უწოდებენ, სადაც იგი ჰორნავანის, უდიაურისა და სტორავანის ტბებიდან გამოედინება. შემდეგ მიემართება სამხრეთ-დასავლეთით, ვესტერბოტენის ლენში, გაივლის ქალაქ შელეფტეოს და ვოსტრებოტენის პროვინციის ტერიტორიაზე ჩაედინება ბოტნიის ყურეში.

შელეფტეელვენი ქალაქ შელეფტეოსთან

შელეფტეელვენი ჩრდილოეთ შვედეთის ერთ-ერთი უმთავრესი მდინარეა, მისი სიგრძე 410 კმ-ია. ბევრი ჩრდილოური მდინარის მსგავსად, მისი წყლები გამოიყენება ჰიდროენერგიის მისაღებად.

მდინარეში გავრცელებულია სალმონი და კალმახი, რის გამოც მეთევზეებს შორის პოპულარულ დანიშნულების ადგილს წარმოადგენს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Skellefteälven“. Nationalencyklopedin (Swedish). ციტირების თარიღი: 14 July 2010.
  2. Län och huvudavrinningsområden i Sverige Swedish. SMHI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 14 July 2010.