შეკავშირების შეცდომა

შეკავშირების შეცდომა (ინგლ. conjunction fallacy) — ფორმალური შეცდომა ლოგიკაში, როდესაც ადგილი აქვს ვარაუდს, რომ მეტად განსაზღვრული გარემოებების ხდომილებათა რაოდენობა აღემატება ერთი ზოგადი გარემოების ხდომილებათა რაოდენობას.

ეს მაგალითი [ლინდას პრობლემა] განსაკუთრებით მიყვარს, რადგან მე ვიცი, რომ [გაერთიანებული] ცნობა ნაკლებად ალბათურია, თუმცა ჩემს გონებაში პატარა ჰომუნკულუსი ზევით-ქვევით დახტის, მიყვირის „მაგრამ არ შეიძლება, ის მარტო ბანკის მოლარე-ოპერატორი იყოს; წაიკითხე მისი დახასიათება“.

ყველაზე ხშირად გამოყენებული მაგალითი ეკუთვნით ამოს ტვერსკის და დანიელ კანემანს:[2][3]

ლინდა 31 წლის არის, ის მარტოხელა, გულახდილი და ძალიან გონებამახვილია. მისი სპეციალობა ფილოსოფიაა. სტუდენტობისას ის მეტად დაინტერესებული იყო დისკრიმინაციის და საზოგადოებრივი სამართლის საკითხებით. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ბირთვული იარაღის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში.

შემდეგი ორი ვარიანტიდან, რომელი უფრო შესაძლებელია?

  1. ლინდა არის ბანკის მოლარე-ოპერატორი.
  2. ლინდა არის ბანკის მოლარე-ოპერატორი და ის ფემინისტური მოძრაობის აქტიური წევრია.

რესპოდენტთა უმრავლესობამ აირჩია მეორე ვარიანტი; თუმცა, მათემატიკური სტატისტიკიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთ-ერთი მოვლენის მოხდენის ალბათობა (როგორც ეს პირველ ვარიანტშია) ყოველთვის აღემატება ან უტოლდება ორივე მოვლენის ერთდროულად მოხდენის ალბათობას (მეორე ვარიანტი). თუ ორ მოვლენას აღვნიშნავთ A-თი და B-თი, უტოლობას შემდეგი სახე ექნება:  და .

მაგალითისთვის, რომც ავირჩიოთ უმცირესი ალბათობა იმის, რომ ლინდა იყოს ბანკის მოლარე-ოპერატორი, ვთქვათ, ალბ(ლინდა არის ბანკის მოლარე-ოპერატორი) = 0,05 და მაღალი ალბათობა, რომ ის არის ფემინისტი, ვთქვათ, ალბ(ლინდა არის ფემინისტი) = 0,95, მაშინ მოვლენათა ურთიერთდამოუკიდებლობის შემთხვევაში, ალბ(ლინდა არის ბანკის მოლარე-ოპერატორი და ლინდა არის ფემინისტი) = 0,05 × 0,95 ან 0,0475; შესაბამისად, ის ნაკლებია, ვიდრე ალბ(ლინდა ბანკის მოლარე-ოპერატორია).

ტვერსკი და კანემანი ამტკიცებენ, რომ ხალხის უმრავლესობა ზემოაღნიშნულ ამოცანას არასწორად ხსნის, რადგან ისინი იყენებენ ევრისტიკულ (მარტივად გამოთვლის პროცედურა) გამომხატველობას მსჯელობის პროცესში: მეორე ვარიანტი უფრო მეტად „გამომხატველი“ (ტიპობრივი) ჩანს, ლინდას დახასიათებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მისი მათემატიკური ალბათურობა აშკარად ნაკლებია.[3]

სხვა დემონსტრაციებში ისინი ამტკიცებდნენ, რომ კონკრეტული სცენარი ერთი შეხედვით მეტად ალბათური ჩანდა გამომხატველობის გამო, თუმცა თითოეული დამატებული დეტალი სინამდვილეში სცენარს უფრო და უფრო ნაკლებად ალბათურს გახდიდა. ამრიგად, ის შეიძლება შევადაროთ მაცდური სიცხადის ან სრიალა ფერდობის შეცდომებს. მოგვიანებით კანემანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შეკავშირების შეცდომა გავრცელების უგულვებელყოფის სახეა.[4]

  1. Gould, Stephen J. (1988). „The Streak of Streaks“. The New York Review of Books.
  2. Tversky, A. and Kahneman, D. (1982) "Judgments of and by representativeness".
  3. 3.0 3.1 Tversky, A. and Kahneman, D. (October 1983). „Extension versus intuitive reasoning: The conjunction fallacy in probability judgment“. Psychological Review. 90 (4): 293–315. doi:10.1037/0033-295X.90.4.293.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  4. Kahneman, Daniel. (2000). "Evaluation by moments, past and future". In Daniel Kahneman and Amos Tversky (Eds.). Choices, Values and Frames.