შეგირდი — ოსტატის მოწაფე XVIII-XIX საუკუნეებში თბილისის ამქრებში მისი შესატყვისი იყო „მოწაფე“. ოსტატს უსტაბაშთან შეთანხმებით შეეძლო მოსწავლეთ აეყვანა რამდენიმე ყმაწვილი. საშეგირდო ასაკი დაწესებული იყო სხვადასხვა დარგის მიხედვით, 8-13 წლიდან აჰყავდათ მოსწავლეები. ხოლო სწავლის ვადა 3-იდან 10-წლამდე განისაზღვრებოდა.

გამოცდილების შემდეგ ახალბედების ნამუშევრებს ჟიური აფასებდა, წარმატების შემთხვევაში მოსწავლეს ოსტატათ აკურთხებდნენ. ამის შემდეგ ის სრულფასოვანი ოსტატი ხდებოდა და უფლება ეძლეოდა საკუთარი სახელოსნო გაეხსნა. თუ მას ამის მატერიალური სახსარი არ გააჩნდა სამუშაოდ იმავე სახელოსნოში რჩებოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 667