შახაევსკაია-II (რუს. Шахаевская II) — ყორღანების ჯგუფი, მდებარეობს მდინარე მანიჩის ნაპირზე, ვესიოლის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. არქეოლოგიური კომპლექსი გადაჭიმულია 4 კილომეტრზე სოვხოზის წყალსაცავიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით და მოიცავს 27 მიწაყრილს, რომელთა სიმაღლეცაა 0,3 მეტრიდან 2,9 მეტრამდე.

შახაევსკაია-II
Шахаевская II
კოორდინატები 47°10′43″N 40°46′46″E / 47.1785° ჩ. გ. 40.7795° ა. გ. / 47.1785; 40.7795
მდებარეობა ვესიოლის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
სიმაღლე 0,3 - 2,9
თარიღდება შუა ბრინჯაოს ხანა

შახაევსკაია-II გამოიკვლია საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის დონის ექსპედიციამ 1972 წელს[1].

პირველი ყორღანი მდებარეობს ნაპირის მხარეს სასაფლაოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მისი სიმაღლეა 2,2 მეტრი, ხოლო დიამეტრი დაახლოებით 50 მ. ყორღანში აღმოაჩინეს რვა სამარხი, დაკრძალული ადამიანის დაკრძალვის მდგომარეობა აშკარად გასხვავდება ერთმანეთისაგან.

პირველი სამარხი მდებარეობს ყორღანის ცენტრიდან ჩრდილო-დასავლეთით. 0,4 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილია ზრდასრული ადამიანის ჩონჩხი, რომელიც გაშლილი წევს ზურგზე. საფლავში რამე ნივთი არ ყოფილა შემონახული.

მეორე სამარხი მდებარეობს პირველის გვერდით 0,35 მეტრის სიღრმეში. ზრდასრული ადამიანის ჩონჩხი უწესრიგოდ ეყარა. სავარაუდოდ, დაკრძალული იწვა მარჯვენა მხარზე მოხრილი ფეხებით და თავით ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ.

მესამე სამარხი მდებარეობდა ყორღანის ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით ექვს მეტრში 1,07 მეტრის სიღრმეში. ზრდასრული ადამიანის ჩონჩხი იწვა მარცხენა მხარზე ძალიან მოხრილი მუხლებით, რომელზეც ელაგა ხელები.

ყორღანში ასევე აღმოჩენილია ბავშვების ჩონჩხიც.

ყორღანში აღმოჩენილი სამარხებიდან ოთხი ეკუთვნის კატაკომბების კულტურას (5, 6, 7, 8 სამარხები), ორი მათგანი მიეკუთვნება ძელურ კულტურას (2, 3 სამარხები), ხოლო ორი სამარხის კულტურული კუთვნილება გაურკვეველია[2].

მეორე ყორღანი მდებარეობს კომლექსის ნაპირში, მისი სიმაღლეა 1,22 მეტრი, სიგრძე 32 მეტრი, სიგანე 28 მეტრი. ყორღანში აღმოჩენილია 11 სამარხი და ცხოველების ძვლების ორი გროვა. სამარხში აღმოჩენილია ორი ბავშვის ჩონჩხი, რომლებიც სახით ერთმანეთის პირისპირ იწვნენ.

ყორღანის მეხუთე სამარხი აღმოჩენილია 1,6 მეტრის სიღრმეში, ცენტრიდან დასავლეთით 2,25 მეტრის დაშორებით. მოზრდილი ადამიანის ჩონჩხი იწვა ზურგზე მოხრილ მდგომარეობაში. ჩონჩხის სიგრძე იყო 1,5 მეტრი. მის მხრებთან აღმოჩენილია სამი პატარა მძივი, რომელთა დიამეტრიც 2 მმ-ია.

მეხუთე სამარხი მდებარეობს ყორღანის ცენტრიდან სამხრეთით 5 მეტრში.

აღმოჩენილი 11 სამარხიდან ცხრა მიეკუთვნება ბრინჯაოს ხანას, ორი კი - უფრო გვიან პერიოდს[3].

დამუშავებული ყორღანის მიწაყრილი, რომლის სიმაღლეცაა 0,3-0,4 მ, მდებარეობს ნაპირიდან 400 მეტრის დაშორებით, მისი დიამეტრია 24 მეტრი. მიწაყრილის ქვეშ აღმოჩენილია რვა სამარხი, რომლებიც ყორღანის ცენტრთან არიან თავმოყრილნი[4].

ყორღანი 4-8

რედაქტირება

მეოთხე ყორღანში აღმოჩენილია ოთხი სამარხი, მეხუთეში - სამი, მეექვსეში - ექვსი. აღმოჩენილია თიხის ჭურჭელი, საცეცხლურები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ძვლები[5][6][7]. მეშვიდე ყორღანში აღმოჩენილია ქალთა ჩონჩხები. ისინი იწვნენ ხის დაფებზე, რომელთაგან მხოლოდ ერთის ნაშთებია შემორჩენილი. ამ სამარხში აღმოჩენილია ძალზედ დაჟანგებული დანა, თავის ქალასთან ახლოს აღმოჩენილია ვერცხლის საყურეები, შუშის თვლებით[8][9].

  1. Раскопки курганной группы Шахаевская II на р. Маныче (Э. А. Федорова-Давыдова). Rostov-Region. ციტირების თარიღი: 2017-03-08.
  2. Курган 1 (рис. 2). Rostov-Region. ციტირების თარიღი: 2017-03-08.
  3. Курган 2 (рис. 4). Rostov-Region. ციტირების თარიღი: 2017-03-08.
  4. Курган 3 (рис. 8). Rostov-Region. ციტირების თარიღი: 2017-03-08.
  5. Курган 4 (рис. 10). Rostov-Region. ციტირების თარიღი: 2017-03-08.
  6. Курган 5 (рис. 12). Rostov-Region. ციტირების თარიღი: 2017-03-08.
  7. Курган 6 (рис. 13). Rostov-Region. ციტირების თარიღი: 2017-03-08.
  8. Курган 7 (рис. 15). Rostov-Region. ციტირების თარიღი: 2017-03-08.
  9. Курган 6 (рис. 13). Rostov-Region. ციტირების თარიღი: 2017-03-08.