შაქრიანის აბანო
შაქრიანის აბანო — არქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. შემორჩენილია ნანგრევების სახით. კედლების მაქსიმალური სიმაღლე 1,5 მეტრია.
აღწერა
რედაქტირებაშენობა გეგმით ტეხილი მოხაზულობისაა, ნაგები იყო ნატეხი ქვით და აგურით — კირის ხსნარზე. შედგებოდა ორი სხვადასხვა ზომის ნაწილისგან. მოზრდილ ნაწილში ორი თანაბარი ფართობის ოთახია — საბანაო და მასთან დაკავშირებული გასახდელი, მომცროში — მოსაცდელი. საბანაო ოთახის დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში ფართო თაღოვანი ნიშებია. აღმოსავლეთ კედელში დატანებული გასასვლელი გასახდელ ოთახში გადის. გასახდელის ჩრდილოეთ კედელში არსებული გასასვლელი კი — მოსაცდელ ოთახში.
აბანოს შესასვლელი მოწყობილი ყოფილა მოსაცდელი ოთახის ჩრდილოეთ კედელში. ამ ოთახის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში დაბალი, მოგრძო თაროა მოწყობილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგობიანი კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 445-446.