შაუმიანის პროვინცია

შაუმიანის პროვინცია (სომხ. Շահումյան) — მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის ერთ-ერთი პროვინცია. რესპუბლიკა არ არის აღიარებული საერთაშორისო დონეზე. რეგიონი ეკუთვნის აზერბაიჯანის რესპუბლიკას. მხოლოდ დასავლეთი ნაწილია დე ფაქტო რესპუბლიკის არმიის კონტროლის ქვეშ. აზერბაიჯანის გორანბოის რაიონის სამხრეთ ნაწილი ცეცხლის შეწყვეტის ხაზის გასწვრივ მოიცავს შაუმიანის პროვინციის იმ ნაწილს, რომელიც ყარაბაღის რესპუბლიკას აქვს მითვისებული. რეგიონი ძირითადად სომეხი მოსახლეობისგან შედგება. სომხურმა ჯარებმა ვერ მოახერხეს მისი დაბრუნება მთიანი ყარაბაღის ომის დროს, 1992 წელს აზერბაიჯანული ძალების მიერ რეგიონის ოკუპაციის შემდეგ.

დასახლებული პუნქტი
შაუმიანის პროვინცია
სომხ. Շահումյան շրջան
ქვეყანა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დროშა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა
კოორდინატები 41°00′00″ ჩ. გ. 47°00′00″ ა. გ. / 41.00000° ჩ. გ. 47.00000° ა. გ. / 41.00000; 47.00000
მმართველი Q47766999?
დაარსდა 1993
ფართობი 1830 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 3 090 (2015)[1]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
შაუმიანის პროვინცია — დედამიწა
შაუმიანის პროვინცია

შაუმიანის პროვინციის შემადგენლობაში, არის 1 ქალაქი და 16 სოფელი.

ანტიკურ ხანაში ეს ტერიტორია იყო ყარაბაღის ნაწილი, შუა საუკუნეებში კი ხაჩენის სამთავროს ნაწილი, მე -17- მე-18 საუკუნეებში ტერიტორია იმყოფებოდა გიულიუსტანის მელიქის დინასტიის[2] მმართველობის ქვეშ. საბჭოთა პერიოდის განმავლობაში ამ რაიონს ერვა სახელი სომეხი ბოლშევიკი სტეფანე შაუმიანის პატივსაცემად, მისივე სახელს ატარებდა რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

1990-იანი წლებისთვის შაუმიანის ოლქის მოსახლეობა თითქმის სომხური იყო ენითაც და ეთნიკურადაც, თუმცა ეს ტერიტორია არ შედიოდა საბჭოთა კავშირის დროს მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში.

1991 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში, საბჭოთა კავშირის პრემიერ მინისტრმა მიხეილ გორბაჩოვმა „ოპერაციულ ბეჭედს“ მისცა დავალება,[3] რომლის თანახლადაც საბჭოთა წითელი არმია და აზერბაიჯანული ჯარები გარს უნდა შემორტყმოდნენ ტერიტორიის ზოგიერთ სომხურ სოფელს, რის შედეგადაც ძალადობრივი გზებით განდევნეს მათი მოსახლეობა სომხეთში.

დაახლოებით 17 000 სომეხი, რომლებიც ცხოვრობდნენ შაუმიანის ოცდასამ სოფელში, განდევნეს რეგიონიდან. [4]

1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, შაუმიანის რეგიონი მნიშვნელოვანი საბრძოლო მოქმედების ობიექტად იქცა. მვლელობის კულმინაცია მიღწეული იქნა 1992 წლის ზაფხულში, როდესაც ტერიტორიის უმეტესი ნაწილი დაიკავა აზერბაიჯანის არმიამ. ზიანი საკმაოდ დიდი, სომეხი მოსახლეობა კი რეგიონიდან გაიქცა.

საბჭოთა ძალები, რომლებიც მოქმედებდნენ ადგილობრივ აზერბაიჯანულ ძალებთან ერთად, იძულებით განდევნეს რეგიონის სოფლებში მცხოვრები სომხები.[5] ოპერაციის დროს მოხდა სახმელეთო ჯარების, სამხედრო, ჯავშანტექნიკის და არტილერიის გამოყენება.[6] სომეხი მშვიდობიანი მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით, რომლებიც დაფიქსირდა „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების“ მიერ. [7][8][9]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://stat-nkr.am/files/yearbooks/2003_2009/8_Nasl_31-49.pdf
  2. Raffi. Melikdoms of Khamsa.
  3. Karabagh Massacres Chronicle
  4. Melkonian. My Brother's Road, p. 186
  5. Mutalibov stated in this regard, "Я помню, как мы в свое время с помощью русских смогли очистить от армян около 30 сел вокруг Гянджи... Мы были близки даже к освобождению всего Карабаха, но внутренние распри, разногласия, междоусобицы свели на нет наши старания" (I remember how we with the help of Russians managed to cleanse from Armenians 30 villages around Gyandja… we were even close to the liberation of the whole Karabakh but our inner disagreements diminished our efforts). 1news.az 18 Nov. 2008 Аяз Муталибов: "Если мы с Москвой будем говорить четко, я думаю, мы сможем завоевать ее расположение по Карабахской проблеме"
  6. Croissant. The Armenia-Azerbaijan Conflict, p. 41.
  7. Human Rights Watch. Bloodshed in the Caucucasus. Escalation of the armed conflict in Nagorno-Karabakh. 1992 p. 9
  8. Report by Professor Richard Wilson დაარქივებული 2013-09-21 საიტზე Wayback Machine. "On the Visit to the Armenian-Azerbaijani Border, May 25–29, 1991" Presented to the First International Sakharov Conference on Physics, Lebedev Institute, Moscow on May 31, 1991.
  9. Отчет Дж. Томаса Бертранда о поездке в село Атерк Мардакертского района Нагорного Карабаха - KarabakhRecords. karabakhrecords.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-04. ციტირების თარიღი: 2019-11-07.