ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კოსმოსური შატლი — მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო კოსმოსური ხომალდი. შატლებს უშვებენ კოსმოსში რაკეტა-მატარებლების საშუალებით. შატლი ახორციელებს მანევრებს ორბიტაზე როგორც კოსმოსური ხომალდი და ბრუნდება დედამიწაზე როგორც თვითმფრინავი. იგულისხმებოდა, რომ შატლები იმოგზაურებდნენ დედამიწის ორბიტასა და დედამიწას შორის და გადაზიდავდნენ სასარგებლო ტვირთებს ორივე მიმართულებით. ამ პროექტის განხორციელებისას გათვალისწინებული იყო რომ ყოველი შატლის ვარგისიანობის რაოდენობა (გამოყენებადობა) იქნებოდა +/- 100, მაგრამ პრაქტიკულად ისინი გაცილებით ნაკლებად გამოიყენება. დღეისათვის ყველაზე მეტი გაფრენა განახორციელა ატლმა „Discovery“-მ -- 33.

გამოყენების ისტორია

რედაქტირება

კოსმოსური ხომალდები „კოსმოსური შატლი“ იყვნენ შექმნილნი შეერთებულ შტატებში „კოსმოსური სატრანსპორტო სისტემის“ პროგრამის ფარგლებში, რომლის განხორციელება მიმდინარეობს 1971 წლიდან. შატლი „კოლუმბია“ იყო პირველი მოქმედი ორბიტალური აპარატი. ის დაამზადეს 1979 წელს და გადასცეს კენედის სახელობის „ნასა“-ს კოსმოსურ ცენტრს. შატლს თავისი სახელი დაერქვა იალქნიანი გემის სახელის მიხედვით, რომელზედაც კაპიტან რობერტ გრეი 1792 წლის მაისში იკვლევდა ბრიტანული კოლუმბიის შიდა წყლებს (შეერთებული შტატების ახლანდელი შტატები - ვაშინგტონი და ორეგონი). ნასა-ში კოლუმბია აღნიშნულია როგორც OV-102 (Orbityer Vehicle – 102). შატლმა კოლუმბიამ განიცადა კატასტროფა 2003 წლის 1 თებერვალს, როდესაც შემოდიოდა დედამიწის ატმოსფეროში. ეს იყო კოლუმბიის 28-ე კოსმოსური მოგზაურობა. მეორე კოსმოსური ხომალდი - „ჩელენჯერი“ გადაეცა ნასას 1982 წლის ივნისში, მას უწოდეს იმ საზღვაო ხომალდის სახელი რომელიც იკვლევდა ოკეანეს 1870-იან წლებში. ნასაში ჩელენჯერს აღნიშნავენ როგორც OV – 099. ჩელენჯერმა განიცადა კატასტროფა თავის მეათე გაშვებისას 1986 წლის 28 იანვარს. მესამე შატლი - „დისქავერი“ გადაეცა ნასას 1982 წლის ნოემბერში, მას უწოდეს სახელი ერთ-ერთი იმ გემტაგანის, რომელზეც ჯეიმზ კუკმა აღმოაჩინა ჰავაის კუნძულები. იგივე სახელი (დისქავერი) ჰქონდა ჰენრი ჰადსონის გემს, რომელიც 1610-1611 წლებში იკვლევდა ჰუდზონის ყურეს. კიდევ ორი დისქავერი აშენებული იყო ბრიტანეთის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების მიერ ჩრდილოეთ პოლუსის და ანტარქტიკის კვლევისათვის 1875 და 1901 წლებში. ნასაში დისქავერს აღნიშნავენ როგორც OV – 103. მეოტხე შატი - „ატლანტისი“ 1985 წლის აპრილში შევიდა მწყობრში. მეხუთე შატლი - „ინევორი“ აგებული იყო ჩელენჯერის ნაცვლად და მიღებული იყო ექსპლუატაციაში 1991 წლის მაისში. ეს ხომალდი გამოიყენებოდა ასტრონომიულ დაკვირვებებში რომლებმაც ზუსტად დაადგინეს მანძილი დედამიწიდან მზემდე. ნასაში ინდევორი აღნიშნულია როგორც OV – 105. კოლუმბიამდე იყო აგებული კიდევ ერთი შატლი - „ენტერპრაიზი“ რომელიც 70-იანი წლების ბოლოში გამოიყენებოდა მხოლოდ როგორც სატესტო აპარატი და არ დაფრინავდა კოსმოსში. ნასაში ენტერპრაიზი აღინიშნება როგორც OV-101.

კონსტრუქცია

რედაქტირება

შატლი შედგება 3 ძირითადი კომპონენტისაგან: ორბიტალური აპარატი(Orbiter), რომელიც გამოიყვანება დედამიწის ორბიტაზე და რომელიც წარმოადგენს საკუთრივ კოსმოსურ ხომალდს; გარე საწვავის რეზერვუარი ძირითადი ძრავებისათვის; და ორი მყარ საწვავიანი სარაკეტო ამაჩქარებლები, რომლებიც მუშაობენ სტარტიდან ორი წუთის განმავლობაში. კოსმოსში გასვლის შემდეგ ორბიტერი დამოუკიდებლად ბრუნდება დედამიწაზე და ახორციელებს დაჯდომას როგორც ტვითმფრინავი. მყარ საწვავიანი ამაჩქარებლები ეშვებიან წყალზე პარაშუტების მეშვეობით და შემდეგ ხელახლა გამოიყენებიან. გარე საწვავის რეზერვუარი კი იწვება ატმოსფეროში. შატლის ორბიტერი გათვლილია დაახლოებით ორ კვირიან მოგზაურობისთვის ორბიტაზე. ყველაზე ხანგრძლივი კოსმოსური მოგზაურობა განახორციელა შატლმა კოლუმბია-მ 1996 წლის ნოემბერში - 17 დღე-ღამე. შატლების ორდინალური გაფრენები კი გრძელდება 5-დან 16 დღემდე. შატლის ეკიპაჟის მინიმუმი შეადგენს ორ ასტრონავტს - მეთაური და პილოტი, მაქსიმალური ეკიპაჟი კი რვა ასტრონავტისაგან. შატლების ორბიტა განლაგებულია დაახლოებით 185 კმ-დან 642 კმ-ის სიმაღლეზე. 1981 წლიდან შატლების საშუალებით ორბიტაზე გადატანილი იქნა დაახლოებით სასარგებლო თვირთების 3 მილიონი ფუნტი. 600-მა ასტრონავტმა მიიღო მონაწილეობა შატლების გაფრენებში, საერთო ჯამში შატლებმა განახორციელეს 116 გაფრენა, აქედან : დისქავერი - 34. ატლანტისი - 29 კოლუმბია - 28 ინდევორი - 21 ჩელენჯერი - 10 ამოცანები სპეის შატლის ხომალდები გამიზნულია ორბიტაზე ტვირთების გადასატანად, სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად და ორბიტალური კოსმოსური აპარატების მომსახურებისათვის. შატლმა დისქავერიმ 1990 წლის აპრილში გადაიტანა ორბიტაზე ტელესკოპი „ჰაბლი“. 90-იან წლებში შატლები იღებდნენ მონაწილეობას ერთობლივ რუსეთ-ამერიკულ პროგრამაში - Space Shuttle – Мир. სპეის შატლის პროგრამა ისევე როგორც („ენერგია ბურანის“) საპასუხო პროგრამა თავიდანვე იყო ორიენტირებული სამხედრო მიზნებისათვისაც. ორივე კოსმოსურ ხომალდს აქვს კონსტრუქციული შესაძლებლობები ბირთვული დაბომბვისათვის დედამიწის ორბიტიდან.

ტექნიკური მონაცემები

რედაქტირება

სიმაღლე სასტარტო პოზიციიდან - 56.14 მეტრი. წონა სტარტისას - 2045 ტონა. სასარგებლო ტვირთის წონა - 29.5 ტონა. ამწევი ძალა სტარტისას - 28590 კნ (კილო ნიუტონი) მყარ საწვავიანი ამაჩქარებელი სიგრძე - 50 მეტრი. დიამეტრი - 3.71 მეტრი. საერთო წონა - 1180 ტონა. ამწევი ძალა - 25800 კნ. მუშაობის დრო - 123 წამი. გარე საწვავის რეზერვუარი სიგრძე - 47 მეტრი. დიამეტრი - 8.38 მეტრი. წონა სტარტისას - 756 ტონა. ორბიტერი სიგრძე - 37.24 მეტრი. ფრთების სიგრძე - 23.79 მეტრი. წონა - 80 ტონა. ძრავები - 3 თხიერი ძრავა ამწევი ძალა სტარტისას - 5010 კნ.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შატლი“-დან