შარლ-ნიკოლა უდინო
შარლ-ნიკოლა უდინო (ფრანგ. Charles-Nicolas Oudinot; დ. 25 აპრილი, 1767, ბარ-ლე-დიუკი — გ. 13 სექტემბერი, 1847, პარიზი) — ფრანგი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, რეჯიოს ჰერცოგი, საფრანგეთის მარშალი.
შარლ-ნიკოლა უდინო | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 აპრილი, 1767[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბადების ადგილი | Bar-le-Duc[9] |
გარდაცვალების თარიღი | 13 სექტემბერი, 1847[1] [10] [3] [5] [6] [7] [8] |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი[9] |
ჯარის სახეობა | ქვეითი ჯარი |
წოდება | Marshal of the Empire |
ბრძოლები/ომები | Battle of Großbeeren[11] , Battle of Dennewitz[11] და ნაპოლეონის ომები |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი, Marshal of the Empire, Grand Cross of the Royal and Military Order of Saint Louis, სულისწმინდის ორდენის კავალერი, სენმიშელის ორდენის რაინდი, საფრანგეთის მარშალი, names inscribed under the Arc de Triomphe, შავი არწივის ორდენი, Knight Grand Officer of the Order of William და წმინდა ვლადიმერის 1-ლი ხარისხის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაშარლ-ნიკოლა უდინო დაიბადა 1767 წელს ვაჭრის ოჯახში და 1784 წელს სამხედრო სამსახურში შევიდა. 1794 წელს იგი ინფანტერიის ბრიგადის გენერალი, ხოლო 1799 წელს დივიზიის გენერალი გახდა. 1809 წელს მე-5 კოალიციური ომის შემდეგ მას საფრანგეთის მარშლის წოდება და რეჯიოს ჰერცოგის ტიტული მიენიჭა. 1810 წელს იგი ბერლინის გუბერნატორად დაინიშნა.
1813 წელს იგი „ბერლინის არმიის“ მთავარსარდლად დაინიშნა და დაევალა ბერლინის უკან დაბრუნება. გროსბეერენთან დამარცხების შემდეგ „ბერლინის არმიის“ სარდლობა მან მიშელ ნეის გადასცა. ლაიპციგთან ხალხთა ბრძოლაში იგი ნაპოლეონის ძველ გვარდიას მეთაურობდა და ბრძოლაში დაიჭრა კიდეც. უდინო ტიპური საშუალო დონის ფრონტის გენერალი იყო. მამაცი და ერთგული და მხოლოდ თავისი მრავალი ჭრილობის გამო ცნობილი.
ნაპოლეონის გადადგომის შემდეგ 1815 წელს იგი სამეფო გვარდიის გენერალ-მაიორი გახდა და 1842 წელს დაინიშნა პარიზის ინვალიდების სახლის გებერნატორად. 1847 წელს შარლ-ნიკოლა უდინო პარიზში გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Chandler, David (editor). Napoleon's Marshals. London: Macmillan Publishing Company, 1987. ISBN 0-297-79124-9
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Eidahl, Kyle (1997). „Marshal Nicolas Charles Oudinot: "Le Bayard de l'Armée Français"“. Journal of the International Napoleonic Society. ციტირების თარიღი: February 16, 2013.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Léonore database — ministère de la Culture.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ Biografisch Portaal — 2009.
- ↑ 5.0 5.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 GeneaStar
- ↑ 8.0 8.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 9.0 9.1 Удино Никола Шарль // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Sycomore / Assemblée nationale
- ↑ 11.0 11.1 различные авторы Энциклопедический словарь / под ред. И. Е. Андреевский, К. К. Арсеньев, Ф. Ф. Петрушевский — СПб: Брокгауз — Ефрон, 1907.