შარახევის წმინდა მარინეს ეკლესია
შარახევის წმინდა მარინეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შარახევის განაპირას ჩრდილო - აღმოსავლეთით, განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზული. ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. ორივე კარი შიგნით თაღოვანია, გარედან - არქიტრავული. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გარეთკენ შევიწროებული სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. შიგნით ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 332.