ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შაო-შიენ ჰუ (ჩინ. 侯孝賢; დ. 8 აპრილი, 1947, მეის პროვინცია, გუანდონგი, ჩინეთის რესპუბლიკა) — ტაივანელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი და მსახიობი. ტაივანის ახალი ტალღის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

შაო-შიენ ჰუ

ჰუ 2016 წელს
დაიბადა8 აპრილი, 1947
მეის პროვინცია, გუანდონგი, ჩინეთის რესპუბლიკა
ეროვნებატაივანელი
საქმიანობა რეჟისორი, მსახიობი, მონტაჟისტი, სცენარისტი

ადრეული ცხოვრება და კინო-კარიერა

რედაქტირება

ჰოუს ოჯახი ჩინეთის სამოქალაქო ომის დროს (1945-1949) ტაივანში გადასახლდა, სადაც მან თავისი ბავშვობა გაატარა. სწავლობდა ტაივანის სახელმწიფო ხელოვნების აკადემიაში, სადაც სწავლა 1972 წელს დაასრულა და 1970-იანების ნახევრამდე, სანამ სცენარისტობას და რეჟისორის ასისტენტობას დაიწყებდა, გამყიდველად მუშაობდა.

1980 წელს ჰუმ თავისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, სახელად საყვარელი გოგო“ (Jiushi liuliu de ta). დროთა განმავლობაში, სტილის ჩამოყალიბების შემდეგ, მისი ფილმები გამოირჩეოდა ნარატივის ეპიზოდური მოყოლით, ხშირად უსიტყვო მოქმედებებით, რომლებიც ჰუს ნამუშევრებში ხშირად დიალოგების მაგივრობას წევენ.[1]

მიუხედავად მისი წარმატებული პროექტებისა და თავის ქვეყანაში პოპულარობისა, დასავლეთის აუდიტორიამ იგი მხოლოდ 2007 წელს გაიცნო, როცა ფრანგული ფილმი, „წითელი ბუშტის ფრენა გამოუშვა. ისტორია გვიყვება ჩინელი მოსწავლის შესახებ, რომლის დედაც გზააბნეული ხელოვანი და მარტოხელა დედაა (მის როლს ჟულიეტ ბინოში ასრულებს). [2]

ჰუს ჯამში დაწერილი აქვს ოცდაერთი ფილმის სცენარი, აქედან გადაიღო რვა. იგი თანასცენარისტია ედვარდ იანგის ფილმისა ტაიბეის ისტორია“, სადაც თავად ასრულებდა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟისა და პროტაგონისტის, ლუნის, როლს.

ჰუს ფილმების ერთ-ერთი თვისება თხრობის სიმოკლეა. უპირატესობას ანიჭებს ვიზუალურ გამოსახულებას. ხშირად იყენებს იმპროვიზაციას, ხოლო მსახიობებს მის ფილმებში მკვეთრად ნატურალისტური შესრულება ახასიათებთ. იგი არ იყენებს ტიპურ ნარატიულ ლოგიკას და ხშირად მის ფილმებში ქრონოლოგია არეულია.[3]

ჰოუს ფილმების ჯილდო მიუღიათ ისეთ მნიშვნელოვანი კინოფესტივალებზე, როგორიც არის ვენეციის კინოფესტივალი, კანის კინოფესტივალი, ბერლინის კინოფესტივალი, ჰავაის საერთაშორისო კინოფესტივალი. 1990 წელს ამერიკელი და საერთაშორისო კრიტიკოსების მიერ იგი „დეკადის საუკეთესო რეჟისორად“ გამოცხადდა.

ჰუმ მიიღო ჯილდო კანის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ფილმისთვის „ასასინი“ (2015).

ჰქონია სამსახიობო გამოცდილებაც. იგი ჩნდება ტაივანური ახალი ტალღის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორის, ედვარდ იანგის 1984 წელს გამოსულ ფილმში, ტაიბეის ისტორიაში“. იგი ლუნის, ბეისბოლის ვარსკვლავის როლს ასრულებს. მას თავისი შეყვარებული მიატოვებს და ცდილობს, იპოვოს გზა ტაიბეიში. ჰოუს ასევე ჰქონდა პატარა როლი 2013 წელს გამოშვებული ჩინურ კომედიურ ფილმში, „ახალგაზრდული სტილი“, რომელიც თინეიჯერების შესახებ გვიყვება.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შაო-შიენ_ჰუ“-დან