შამილ ფათულაევი
შამილ სეიფულა ოღლუ ფატულაევ-ფიგაროვი (აზერ. Şamil Seyfulla oğlu Fətullayev-Fiqarov; 24 დეკემბერი, 1928, დერბენტი, დაღესტნის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, სსრკ — 9 მარტი, 2015, ბაქო, აზერბაიჯანი) — საბჭოთა და აზერბაიჯანის არქიტექტორი, არქიტექტურის ისტორიკოსი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, აზერბაიჯანის სსრ დამსახურებული არქიტექტორი (1979).
შამილ ფათულაევი | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 24 დეკემბერი, 1928 |
დაბ. ადგილი | ბაქო |
გარდ. თარიღი | 9 მარტი, 2015 (86 წლის) |
გარდ. ადგილი | ბაქო |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | არქიტექტორი და უნივერსიტეტის პროფესორი[1] |
მოქალაქეობა |
სსრკ აზერბაიჯანი |
ალმა-მატერი | აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტი |
ჯილდოები | დიდების ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემია და მედალი „შრომის ვეტერანი“ |
ბიოფრაფია
რედაქტირება1953 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, 1959 წელს - ასპირანტურა აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქიტექტურისა და ხელოვნების ინსტიტუტში. 1963 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1979 წელს - სადოქტორო დისერტაცია 1990 წელს მიენიჭა პროფესორის აკადემიური წოდება. 1989 წელს აირჩიეს აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის შესაბამის წევრად, ხოლო 2014 წელს აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად არქიტექტურის სპეციალობით.[2]
1993 წლიდან - აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქიტექტურისა და ხელოვნების ინსტიტუტის არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების ისტორიისა და თეორიის განყოფილების გამგე გახლდათ.
მან მოამზადა 15 ფილოსოფიის დოქტორი და 4 მეცნიერებათა დოქტორი. ავტორია 100-ზე მეტი პუბლიკაციისა და 9 მონოგრაფიის ძირითადი არქიტექტურული სტილისა და ეროვნული არქიტექტურული ტრადიციების შესახებ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Czech National Authority Database
- ↑ Arxivlənmiş surət. ციტირების თარიღი: 2014-07-04