შამან-ქვა (რუს. Шаман-камень) — კლდე ბაიკალის ტბაში, მდინარე ანგარის სათავესთან. წარმოადგენს ბაიკალისპირეთის ეროვნული პარკის ბუნების ძეგლს.[1] ირკუტსკის ჰიდროელექტროსადგურის აშენების შემდეგ მდინარე ანგარის წყლის დონემ მოიმატა და ამჟამად კარგი ამინდის პირობებში მოჩანს კლდის მხოლოდ 1-1,5 მ მონაკვეთი. ბაიკალის სიმბოლოა. შამან-ქვის სიგანე 863 მ აღწევს.[2] ზამთარში გვხვდება ფრინველთა დიდი რაოდენობა. შამან-ქვა არ უნდა აგვერიოს შამანკის კლდესთან, რომელიც კუნძულ ოლხონზე მდებარეობს.

შამან-ქვა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. შამან-ქვა ბუნების ძეგლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-15. ციტირების თარიღი: 2012-12-05.
  2. შამან-ქვა. ინფორმაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-27. ციტირების თარიღი: 2012-12-05.