შამამა ალესკეროვა
შამამა ალესკეროვა (აზერ. Şamama Məmməd qızı Ələsgərova; დ. 8 მარტი , 1904 , ერევანი — გ. 2 აპრილი , 1977 , ბაქო, აზერბაიჯანი) —აზერბაიჯანელი გინეკოლოგი.[1]
შამამა ალესკეროვა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
8 მარტი, 1904 ერევანი, ერევნის მაზრა, ერევნის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
2 აპრილი, 1977 (73 წლის) ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
ბიოგრაფია
რედაქტირებაშამამა ალესკეროვა დაიბადა 1904 წლის 8 მარტს ქალაქ ერევანში. მუშაობდა ორდინატორად 1941 წელს სამხედრო ჰოსპიტალში. ატარებდა კვლევებს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის, ასევე გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობისა და პრევენციის თემებზე. აქტიურად ებრძოდა მალარიისა და ჰელმინთოზის გავრცელებას აზერბაიჯანში.
სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 4 თებერვლის ბრძანებულებით, ალესკეროვას მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება ლენინის ორდენით და „უროსა და ნამგლის“ ოქროს მედლით თავის დარგში გაწეული დიდი დამსახურებისთვის.
იყო აზერბაიჯანის სსრ მე-9 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
გარდაიცვალა 1977 წლის 2 აპრილს ქალაქ ბაქოში. დაკრძალულია საპატიო დაკრძალვის ხეივანში ბაქოში.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Əsgər Zeynalov. (10 yanvar 2017) Köklü nəslin şaxələri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 noyabr 2019. ციტირების თარიღი: 5 noyabr 2019.
- ↑ (2002) Azərbaycan Qadın Ensiklopediyası. Bakı: Azərbaycan Milli Ensiklopediyası nəşriyyatı, გვ. 22.