შალვა ჯავრიშვილი
შალვა დავითის ძე ჯავრიშვილი (დ. 1896 — გ. 1946) — ქართველი ოფიცერი, ემიგრანტი.
1914 წლიდან გაწვეული იყო რუსეთის იმპერიის არმიაში. ამურისიქითა მე-4 სასაზღვრო ცხენოსანი პოლკის შემადგენლობაში მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1918-1921 წლებში იყო ეროვნული არმიის კავალერიის ოფიცერი. მონაწილეობდა იმ დროის თითქმის ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1922-1924 წლებში იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის პარტიზანული რაზმის („შეფიცულების“) აქტიური წევრი. 1924 წლის ოქტომბრიდან ჩოლოყაშვილთან და რაზმის სხვა წევრებთან ერთად ემიგრაციაში იყო. ცხოვრობდა საფრანგეთში, შემდეგ გერმანიაში. 1925-1945 წლებში იყო „ეროვნული ერთობის დარაზმულობა — თეთრი გიორგის“ წევრი. 1945 წელს ამნისტიის პირობით საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ დააპატიმრეს, გაასამართლეს და 1946 წელს 25 წლით გადასახლება მიუსაჯეს. გადასახლებაში ხელმეორედ გასამართლების შემდეგ დახვრიტეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბარნოვი ანდრო. ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცული//სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი ვასილ წერეთლის (1862-1937) დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი (2012 ჭიათურა);
- ვასილ წერეთლის (1862-1937) დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია (თბილისი–ჭიათურა, 2012 წლის 18-20 ოქტომბერი).–თბ.; ჭიათურა, 2012.–გვ.26-27.