შალვა რატია
შალვა რატია (დ. 1906 — გ. 22 იანვარი, 1958, თბილისი) — ისტორიკოსი, სსრკ კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი, სსრკ ცენტრალური სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნოს სამეცნიერო-კვლევითი სექტორის ხელმძღვანელი.
არქიტექტურული ძეგლების შესწავლაზე მუშაობა დაიწყო 1932 წ. შუა აზიაში, სადაც მონაწილეობას იღებდა ახალი შენობების პროექტირებასა და მშენებლობებში. მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში ასპირანტურაში სწავლის დროს, 1936-1940 წწ. თავისი საკანდიდატო დისერტაციის საკვლევ თემად აირჩია შუა აზიის ერთ-ერთი შესანიშნავი არქიტექტურული ძეგლი, ბიბი-ხანიმის მეჩეთი სამარყანდში.
მისი პროექტითა და ხელმძღვანელობით მოხერხდა მოსკოვის ნათლისღების მონასტრის რესტავრაცია.