შალვა თეოფილეს ძე დვალიშვილი (დ. 1903, სოფ. ზედა ბზვანი, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, — გ. 31 იანვარი, 1943, ქ. უხტა, ახლანდ. კომის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია) — ქართველი პოლიტიკური აქტივისტი.

1921 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ვანის იატაკქვეშა ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. აქტიურად მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში. 1934 წელს დააპატიმრეს და ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის მიუსაჯეს გადასახლება. იმყოფებოდა გულაგის უხტა-იჟემის ბანაკში („უხტიჟემლაგ“) კომის ასსრ-ის ტერიტორიაზე. იქვე დახვრიტეს 1943 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება