შალაურის წმინდა კვირიკეს ეკლესია

შალაურის წმინდა კვირიკეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ შალაურის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტყეში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით. დაზიანებულია: ჩაქცეულია კამარის სამხრეთ ნახევარი, მორღვეულია სამხრეთ კედლის ზედა ნაწილი და საპირე წყობა, სახურავის კალთების შემორჩენილ ნაწილებს საბურავი ჩამოშლილი აქვს და ზედ მცენარეულობაა ამოსული, ჩამოშლილია ლავგარდანიც. შესასვლელი დასავლეთითაა კარი თაღოვანია. გამოყვანილია კვადრატული აგურით აღმოსავლეთით ღრმა, გაბრტყელებული ნახევარწრის მოყვანილობის აფსიდია, რომლის ცენტრში ოთხკუთხა, პარალელურწირთხლებიანი სარკმლის გაჭრილი. ერთი, ოთხკუთხა სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა. აფსიდში, სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია ქვის ტრაპეზი. აფსიდი კონქითაა გადახურული. კონქის თაღი ნახევარწრიულია. მსგავსი მოხაზულობის იყო კამარაც.

ლიტერატურა

რედაქტირება