შავნაბადას ქუჩა
შავნაბადას ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრაწანისის რაიონში (ხარფუხი); გიორგი მერჩულის ქუჩიდან თელეთის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც შესახვევი. XX საუკუნის 40-იან წლებში შავნაბადას შესახვევს, ვ. ხუციშვილის (ცურტაველის ქუჩის) II შესახვევთან ერთად, შავნაბადას ქუჩა დაერქვა. აქვს 1 ჩიხი.
შავნაბადას ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | კრწანისის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ხარფუხი |
წინა სახელები | შავნაბადას შესახვევი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 186, ISBN 978-99928-20-35-3.