შავლეგო ტაბატაძე
შავლეგო ტაბატაძე (დ. 12 თებერვალი, 1977, საჩხერე, საქართველოს სსრ) — ქართველი სამხედრო და საჯარო მოხელე, გენერალი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული 2018 წლის 20 აგვისტოდან[1] 2019 წლის 3 მაისამდე.[2]
შავლეგო ტაბატაძე | |
იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 აგვისტო, 2018 – 3 მაისი, 2019 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | მამუკა ბახტაძე |
წინამორბედი | გივი ჭიჭინაძე |
დაბადებული | 12 თებერვალი, 1977 საჩხერე, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბუნდესვერის გენერალური შტაბის აკადემია თბილისის გაერთიანებული სამხედრო აკადემია |
2016-2018 წლებში იყო სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ ჯგუფის სარდალი. 2015-2016 წლებში ხელმძღვანელობდა გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის სამმართველოს. 2012-2015 წლებში მსახურობდა მე-5 ქვეითი ბრიგადის მეთაურად. 2009-2010 წლებში მსახურობდა სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის G-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების სამმართველოს საბრძოლო გამოცდილების გაზიარების განყოფილების უფროსად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ იმერეთის გუბერნატორად შავლეგო ტაბატაძე დაინიშნა. Newpress.ge (20 აგვისტო, 2018).
- ↑ იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა. 1tv.ge (3 მაისი, 2019). ციტირების თარიღი: 3 მაისი, 2019.